2023 წელს მთავრობა პრივატიზაციიდან ₾100 მლნ-ით ნაკლებს ელოდება

2023 წელს მთავრობა პრივატიზაციიდან ₾100 მლნ-ით ნაკლებს ელოდება

access_time2022-10-12 15:30:56

2023 წელს პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 200 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი, რაც 2022 წლის გეგმაზე 100 მლნ ლარით ნაკლებია. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი (გადასახდელები) 22.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე 1.5 მლრდ ლარით (7.5%-ით) მეტია.


ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 561 მლნ ლარით იზრდება და 6.8 მლრდ ლარი ხდება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 294 მლნ ლარით იზრდება და 2 მლრდ ლარი ხდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 178 მლნ ლარით იზრდება 1.3 მლრდ ლარი ხდება.


ორი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 279 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 55 მლნ ლარით. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებას სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯების კლება იწვევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 29.3 მლნ ლარით იზრდება და 180 მლნ ლარი იქნება. ზრდას ძირითადად ხელფასების მატება იწვევს.


საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება. მასწავლებლების ხელზე ასაღები ხელფასი 100 ლარით იზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 378 მლნ ლარით მატებას იწვევს.




2023 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერების პენსია 65 ლარით გაიზრდება და 365 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 494 მლნ ლარით ზრდას იწვევს.


სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური პროექტების ხარჯები 276 მლნ ლარით მცირდება და 4.9 მლრდ ლარს შეადგენს. კლებას ადგილობრივ ხელისუფლებებისთვის გამოყოფილი გრანტების შემცირება განაპირობებს. თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გაზრდილი დაფინანსების გამო, ჯამში, კაპიტალური ხარჯები 2022 წლის დონეზე შენარჩუნდება.



„ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. მაღალ ხარჯიანი უწყებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების მიმართულებით არსებული პროგრამები და ქვეპროგრამები. მიუხედავად იმისა, რომ განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და მას არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს.
2023 წელს მთავრობა 3.6 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 1.2 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. ახალი 3.6 მლრდ ლარის ვალიდან 1.4 საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 2.2 მლრდ - საგარეო ვალზე.


2023 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 31 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 39% იქნება.
2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ვალი მშპ-ის მიმართ დაახლოებით 41%-ია.


2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 21.3 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 1.5 მლრდ ლარით (7.3%-ით) მეტია. ასეთ მატებას საგადასახადო შემოსავლების 1.5 მლრდ ლარით დაგეგმილი ზრდა განაპირობებს.
2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 63 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების პროგნოზირებული მოცულობა და იგი 280 მლნ ლარს შეადგენს. ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ გრანტებშია. 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 83 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს, სულ კი ევროკავშირისგან მისაღები თანხა 145 მლნ ლარს შეადგენს“,  აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზის შემდეგ დადო.


ირკვევა, რომ ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი (მშპ-ის 2.9%) იქნება. 2022 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი მშპ-ის 3.1%-ია. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი კანონით დაშვებულ საზღვრებშია, ის მაინც მაღალ ნიშნულზეა.
ბოლო წლებში მაღალ პროცენტში (10%-მდე) აღებული საშინაო ვალის გამო, 400 მლნ ლარით იზრდება მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯი. 2023 წელს სესხის პროცენტის დაფარვის ხარჯი 1,155 მლნ ლარი იქნება, რაც ბიუჯეტისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. მაგალითად, ვალის ძირის და პროცენტის მომსახურება (ჯამურად 2.4 მლრდ ლარი) აღემატება განათლებაზე გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას და თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე თავდაცვის ხარჯები.


ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით, ხოლო 2023 წელს 5%-ით გაიზრდება. ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 8.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. მომავალ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე.
2023 წლისთვის აშშ დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.85 არის აღებული, წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე კი 3.5%-ია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up