საქართველოში განახლებადი ენერგიების  596 სადგურია,  98% მზის ენერგოსადგურს წარმოადგენს

საქართველოში განახლებადი ენერგიების 596 სადგურია, 98% მზის ენერგოსადგურს წარმოადგენს

access_time2022-12-16 15:00:03

დღეისათვის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული განახლებადი ენერგიებიდან ქსელს 32 423 კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდება, საიდანაც თელასის ქსელში მიწოდება 12 911 კვტ/სთ-ია, ხოლო ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში 19 512 კვტ/სთ. მთლიანობაში თელასის ქსელში, ამ დროისათვის, ჩართულია განახლებადი ენერგიების 200 სუბიექტი, საიდანაც 199 სუბიექტი არის მზის ენერგიაზე მომუშავე სადგური. ხოლო ენერგო პრო ჯორჯიაა ქსელში ჩართულია 396 ობიექტი, საიდანაც მზის სადგურია 385 ერთეული.



მთლიანობაში ქსელში ჩართულია 596 ობიექტი, რომელთა 98%-ი მზის ენერგოსადგურს წარმოადგენს.



როგორც „კომერსანტთან“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, ბოლო წლის წლის განმავლობაში ქსელში ჩართული განახლებადი ენერგიების სადგური მზარდ ტრენდზეა და არსებული ზრდა მომავალ წლებშიც შენარჩუნდება.




„განახლებადი ენერგიების პოტენციალი საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი და ის ჯერ კიდევ ასათვისებელია. საუბარია ქარის და მზის ენერგიებზე. ჰიდროენერგიის საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს, ასევეა მწვანე ჰიდროენერგიებიც. არის ასევე ახალი მიმართულებები როგორიცაა წყალბადი, ბიომასა, ნარჩენების გადამუშავებიდან მიღებული ენერგია და სხვა. ამიტომაც ამ სხვადასხვა მიმართულებების ხელშეწყობა რაც ხორციელდება არის მნიშვნელოვანი, რომელიც შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. ესაა ნახევარ მგვტ-მდე ანუ მიკრო სიმძლავრე, რომელსაც ჩვენ ვარეგულირებთ სემეკი და ასევე არის ნახევარ მგვტ-ზე მეტი, რომლის ხელშეწყობის სქემა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა მთავრობამ განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მექანიზმის სახით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.



სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, 0,5 მგვტ-მდე სიმძლავრის ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული განახლებადი ენერგიების წყაროები რაც არის, მას შემდეგ რაც მარეგულირებელმა კომისიამ კანონმდებლობა და მარეგულირებელი ნორმები კიდევ უფრო დახვეწა ძალიან სწრაფად დაიწყო განვითარება.



1თუ 2016-2020 წლებში 4 მგვტ-მდე იყო სისტემაში ჩართული განახლებადი ენერგიების წყაროები, მარტო 2 წლის განმავლობაში თითქმის 30 მგვტ-ია ქსელში ჩართული“, - აღნიშნა ნარმანიამ.



სემეკის თავმჯდომარის გათვლებით, 2023 წელს განახლებადი ენერგიების სადგურების ჩართულობა მინიმუმ 30%-ით გაიზრდება.



„2023 წელს 2022 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა იქნება იმიტომ, რომ ხელშემწყობი მექანიზმები კიდევ უფრო განვითარდა და დაიხვეწა და მეორე, არის ბევრი, რომელსაც შეკვეთილი აქვს და ჯერ დაინსტალირებული არ არის. აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად განვითარდება. თან ქვეყანაში დაიწყო შემოსვლა, ახალი განახლებადი ენერგიების სისტემებმა, როგორებიცაა ქარის მინი ელექტროსადგურები, რომელიც სახლის სახურავზე მონტაჟდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up