2023 წლისთვის საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელებისთვის ნებართვების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

2023 წლისთვის საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელებისთვის ნებართვების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

access_time2022-09-26 19:00:21

2023 წლისთვის განკუთვნილი ECMT მრავალმხრივი ნებართვების მისაღებად განცხადებების მიღება 13 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სსიპ -სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.



ირკვევა, რომ 2023 წლისთვის განკუთვნილი ECMT ნებართვების საერთო რაოდენობის 2/3 განაწილდება „EURO VI უსაფრთხო“კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო ამავე ნებართვების 1/3 - „EURO V უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე;

 


2023 წლისთვის განკუთვნილი ECMT ნებართვა იტალიის და საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა „EURO V უსაფრთხო, EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.

 

 

2023 წლისთვის განკუთვნილი ECMT ნებართვა ავსტრიის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა მხოლოდ არანაკლებ EURO VI უსაფრთხო კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.


 

 

·        ნებართვა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე, რომელსაც გააჩნია საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით საქართველოში რეგისტრირებული (გარდა დროებითი რეგისტრაციისა) „EURO V უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის არანაკლებ 5 ავტოსატრანსპორტო საშუალება;

 

·        თუ მეწარმის მხრიდან მოთხოვნილი ნებართვების რაოდენობა ნაკლებია 5 ერთეულზე, გარდა ნებართვის მისაღებად წარმოდგენილისა, სრულად წარმოდგენილი უნდა იქნეს მეწარმის საკუთრებაში ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით მფლობელობაში არსებული, არანაკლებ 5 ერთეული „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ასს-ების რეგისტრაციის მოწმობების ასლები;

 

 

ასევე, გადამზიდველს მფლობელობაში არსებული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ, რომელზეც მოთხოვნილია ნებართვა, გაცემული უნდა იყოს ,,სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT” ვადიანი სერტიფიკატი;

 


იმავდროულად, გადამზიდველს უნდა გააჩნდეს სათანადო ფინანსური რესურსი, მინიმალური თანხა, რომელიც განისაზღვრება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 9000 ევროს ეკვივალენტი ლარში, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის – 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობის გათვალისწინებით, რომელზეც მოთხოვნილია შესაბამისი ნებართვა. ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას გადამზიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up