2023 წელს საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შედეგად საქართველოს განვითარების ფონდი შეიქმნება

2023 წელს საპარტნიორო ფონდის რეფორმირების შედეგად საქართველოს განვითარების ფონდი შეიქმნება

access_time2022-12-26 16:40:31

2023 წელს საპარტნიორო ფონდის რეფორმირებების შედეგად საქართველოს განვითარების ფონდი შეიქმნება. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა.


„მთავრობაში მიდიოდა მუშაობა პარტნიორ ორგანიზაციებთან. ასევე, საპარტნიორო ფონდის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მუშაობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო და პარლამენტს უახლოეს ხანებში გადაეგზავნება.



უკვე 2023 წელს ახალი ფონდი გვექნება, ახალი პირობებით და ახალი სახელით, რომელსაც საქართველოს განვითარების ფონდი ჰქვია, დღეს ასე მიიღო მთავრობამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება არის პარლამენტზე და პარლამენტი რა ფორმით დაამტკიცებს ამ ცვლილებებს, უნდა ვნახოთ 2023 წელს. იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდება, ოპერატიულად მოხდება და შემდეგში ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურა საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ფონდი და მეტი დამოუკიდებლობა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი აზრი. არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია და აქ ცალსახაა, რომ ფისკალური ვალდებულებებისგან ჩვენ ვთავისუფლდებით. მას ექნება თავისი რესურსები. ის თავისი გამჭრიახი და სწორი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მოახდენს თავისი კაპიტალის დაგროვებას, ზრდას და შემდეგ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას. აქაც პრიორიტეტები უფრო მკაფიოდაა განსაზღვრული, უფრო ვიდრე ადრე იყო, წინა კანონში. კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, ესაა ექსპორტზე ორიენტირებული, ეს არის უფრო ინოვაციური მიმართულებები და პროექტები“,- განაცხადა დავითაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up