2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.5%-ით, 2024 და 2025 წელს კი 4.5%-ით გაიზრდება - S&P Global

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.5%-ით, 2024 და 2025 წელს კი 4.5%-ით გაიზრდება - S&P Global

access_time2023-02-14 15:30:38

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.5%-ით, 2024 და 2025 წელს კი 4.5%-ით გაიზრდება.


ანგარიშის მიხედვით 2022 წელს მიგრანტების და ფულადი გზავნილების მაღალმა შემოდინებამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას და გააძლიერა რეგიონში არსებული ბანკების დაფინანსების წყაროებიც, მაგრამ S&P Global-ში მიიჩნევენ, რომ ეს ზემოქმედება, სავარაუდოდ დროებითია და მისი მასშტაბები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. რეგიონის საბანკო სექტორებისთვის ინფლაცია, ვალუტის ცვალებადი კურსი და საგარეო დაფინანსების რეფინანსირების აუცილებლობა მატერიალურ რისკებად რჩება.


S&P Global 2023 წელს რეგიონში ვალუტის ცვალებადობის ზრდას ელის. ანგარიშის მიხედვით, თანდათანობით შემცირებული სესხების დოლარიზაცია საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში ზრდის პოტენციურ საკრედიტო რისკს. სომხეთსა და საქართველოში ბანკები ისევ გასცემენ საცალო იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებს უცხოურ ვალუტაში, თუმცა შეზღუდული მოცულობით.



„2023 წელს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უზბეკეთის საბანკო სექტორები გააგრძელებენ პოსტპანდემიურ აღდგენას, რაც, რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. 


განვითარებად ქვეყნებში საოპერაციო პირობები ბანკებისთვის ხელსაყრელი იქნება. მოველით, რომ ბანკებს შეუძლიათ გაზარდონ ახალი ბიზნესის თაობა, სტაბილურ მოგებასთან ერთად, და თანდათან გააუმჯობესონ აქტივების ხარისხი“,  აღნიშნულია ანგარიშში.


S&P Global-ის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო ბიზნესის რუსეთიდან გასვლის გამო, ადამიანები, კაპიტალი და ვაჭრობა ხუთ ქვეყანაში მიედინებიან. მიგრანტების რაოდენობის დიდმა ზრდამ კი იმ ქვეყნებში უძრავი ქონების ფასებისა და იჯარა გააძვირა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური დისბალანსის გაღრმავება.



spglobal.com

თეგები:
S&P Global



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up