2023 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ტარიფი შემცირდება

2023 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ტარიფი შემცირდება

access_time2022-12-30 20:00:49

მომავალ წელს კომერციულ ავიაკომპანიებს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საფასური შეუმცირდებათ. ამის შესახებ BMG-ის საქაერონავიგაციის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა თეონა ერქომაიშვილმა უთხრა.


მისი თქმით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციაში [Eurocontrol] ტარიფებს წელიწადში ორჯერ განიხილავენ. ქვეყნების მიერ წარდგენილი ხარჯების მიხედვით ორგანიზაცია მოსაკრებელს ამტკიცებს, რაც თითოეული წევრი ქვეყნის შემთხვევაში განსხვავებულია.


“ტარიფის დადგენა დანახარჯთა ბაზის მიხედვით ხდება. ყოველ წელს Eurocontrol-ის ყველა წევრი ქვეყანა წარადგენს დანახარჯთა ბაზას. ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები მსჯელობენ ამ დანახარჯთა ბაზაზე. მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყანამ გადაწყვიტა გაზარდოს საკუთარი დანახარჯთა ბაზა, ამის დასაბუთება უწევს და რაც მთავარია ეს უნდა შეთანხმდეს ბევრ მხარესთან. ავიაკომპანიები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან საკუთარი ინტერესები და ძალიან არ გაიზარდოს სანავიგაციო ერთეულის განაკვეთი. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი თითოეული ქვეყნისთვის ცალ-ცალკე მიმდინარეობს და აქ ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ანუ ყველა ქვეყანა საკუთარ დანახარჯთა ბაზას წარადგენს. კერძოდ, წარადგენს გეგმას, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რა დანახარჯებს პროგნოზირებს და ამის მიხედვით მტკიცდება მომავალი წლის ტარიფი. ჩვენზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველომ შეამცირა ტარიფი გასულ წელთან შედარებით. დანახარჯთა ბაზაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა მომავალ წელს უფრო ნაკლები ტარიფი გვექნება, ვიდრე 2022 წელს გვქონდა,-აცხადებს ერქომაიშვილი.



კითხვაზე, გაიზრდება თუ არა მოსაკრებლის შემცირებით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი, რომელიც წელს ისედაც 80%-ით არის გაზრდილი, ერქომაიშვილი ამბობს, რომ ამას მხოლოდ საფასური არ განსაზღვრავს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.


“აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ნებისმიერი ავიაკომპანია საჰაერო სივრცის გამოყენების საკითხს უსაფრთხოებიდან გამომდინარე აფასებს. შემდეგ უკვე დანახარჯები მოდის. Eurocontrol-ის სხვა წევრ მეზობელ ქვეყნებს მაგალითად თურქეთსა და სომხეთს ჩვენთან შედარებით მაღალი ტარიფი აქვთ. ეს აუცილებლად იმოქმედებს გადაწყვეტილების მიღებისას და მეტ ავიაკომპანიას მოიზიდავს ჩვენს საჰაერო სივრცეში, - ამბობს საქაერონავიგაციის წარმომადგენელი.


წყარო: https://bm.ge/





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up