თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 2023 წელს კარგ მოსავალს ელის

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 2023 წელს კარგ მოსავალს ელის

access_time2023-04-18 21:00:08

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ჭითანავა აცხადებს, რომ თხილის მწარმოებლების აქტიურობის პირობებში 2023 წელს საქართველოს შარშანდელთან შედარებით თხილის ბევრად  უკეთესი მოსავალი ექნება - ამის შესახებ ინფორმაციას Eastfruit ავრცელებს. 


„მომავალ სეზონზე  ძალიან დიდ  მოლოდინებს ვამყარებთ, მწარმოებლების თქმით თხილის ბაღებმა ზამთარი კარგად  გადაიტანა და თითქმის ყველა რეგიონში კარგი ყვავილობა იყო, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე 2023 წელს  თხილის უკეთეს მოსავალს ველოდებით - აცხადებს მერაბ ჭითანავა.

 

ჭითანავას თქმით მთავარია ფერმერები თხილის წარმოების მთელ ციკლს პასუხისმგებლობით მოეკიდნონ, იქნება ეს ბაღების ქიმიური დამუშავება, მავნებლებისა და  მღრღნელებისგან დაცვა , მოსავლის  განაყოფიერება და თუ  მოსავლის  აღება და  შენახვა. მისივე თქმით მოუვლელი ბაღი  მოვლის  კონკურენციას  ვერასდროს გაუწევს.

 


 თხილის ასოციაციის ცნობით როგორც რაოდენობრივად ისევე ხარისხობრივად 2022 წლის მოსავალი ძალიან ცუდი  იყო, მათივე ცნობით  მოსავალმა 40 000 ტონაზე ნაკლები შეადგინა მაშინ  როცა  თხილის  საშუალო  მოსავალი 55 000 ტონაა.

 

დღეს ქვეყანაში თხილის მოცულობა თითქმის ამოწურულია და გასაყიდი  თხილი  დარჩენილი  აღარ  არის, მაშინ როცა ერთი  წლით ადრე მოსავლის 20-25%  ბაზარზე  რჩებოდა.

 

 მერაბ ჭითანავა ფერმერებს მოუწოდებს, რომ თხილის რეალიზაციისას ხარისხის შეფასების რაოდენობრივ მეთოდს არ დაეთანხმონ.

 

„დასავლეთ საქართველოში (კახეთის რეგიონში ასე არ ხდება) თხილის ხარისხის შესამოწმებლად ახალი რაოდენობრივი მეთოდი მოიგონეს: 10-20 თხილს ამტვრევენ, ხედავენ რამდენი მარცვალია ჯანსაღი და ამის მიხედვით ასახელებენ. ამ მეთოდის ერთადერთი მიზანი თხილის იაფად ყიდვაა, რაც მხოლოდ  აზარალებს ფერმერს. ეს მეთოდი მსოფლიოში არსად გამოიყენება და ჩვენ ამ მეთოდს მხარს არ ვუჭერთ. მარცვლის მოსავლიანობას მხოლოდ ჯანსაღი მარცვლის რაოდენობა არ განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მარცვლის წონაზე. თუ, მაგალითად, ერთი ათეული თხილიდან 6 ჯანსაღი მარცვალი გამოვა, მეორე ათეული თხილიდან კი 6 ჯანსაღი მარცვლები, თხილს იმავე ფასად და ფერმერი გარკვეულ პროცენტს დაკარგავს. მე მოვუწოდებ ფერმერებს, თხილი გაყიდონ ლაბორატორიაში (შესყიდვის პუნქტი, საშრობი საწარმო, თხილის გადამამუშავებელი ქარხანა), სადაც გაკეთდება ანალიზები და დადგინდება რეალური შესყიდვის ფასი“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up