2023 წელს შედარებით ამბიციური გეგმები გვაქვს, ვმუშაობთ  სხვადასხვა მიმართულებით მეტ პირდაპირი რეისზე - მარიამ ქვრივიშვილი

2023 წელს შედარებით ამბიციური გეგმები გვაქვს, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით მეტ პირდაპირი რეისზე - მარიამ ქვრივიშვილი

access_time2022-12-19 10:00:50

2023 წელს, როგორც ტურიზმის, ასევე ავიაციის კუთხით, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები არსებობს. ამის შესახებ „კომერსანტთან“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.

 

„ვხედავთ, რომ იზრდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნების და ევროპის მიმართულებით. წელს სასიხარულო ინფორმაცია გვქონდა ის, რომ ტაილანდიდან გვაქვს პირდაპირი რეისები, რამაც ბიძგი მისცა შორი ქვეყნებიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების არსებობას. შესაბამისად, 2023 წელს შედარებით ამბიციური გეგმები გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები კიდევ უფრო დადებითი შედეგებით დაიხურება“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

 

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, 2022 წელს ავიაციის კუთხით საკმაოდ დიდი გამოწვევები არსებობდა. პანდემიის შემდეგ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე გლობალურ ავიაციას საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა.  მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სურვილი არსებობს, როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ავიაკომპანიების მხრიდან, ავიაკომპანიებს ტექნიკურად ან ფინანსურად ფრენების დაწყების შესაძლებლობა არ აქვთ.

 

„რა თქმა უნდა, სირთულეები ყველა მიმართულებით არის. ვხედავთ, რომ ევროპის ავიაკომპანიებს საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვთ. დიდი გამოწვევები არსებობს - ადამიანური რესურსი, საავიაციო საწვავის გაძვირება და ა.შ. ხშირია, რომ როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, პირდაპირი რეისების დაწყებაზე ჩვენი და ავიაკომპანიის სურვილი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ტექნიკურად ან ფინანსურად შესაძლებლობა არ აქვთ იმისათვის, რომ რეისები შეასრულონ. შესაბამისად, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია.



შორი მანძილის ქვეყნები მნიშვნელოვანია. ტაილანდი კარგი მაგალითია,  ფაქტობრივად, ყველა რეისი ჩამოდის მგზავრებით სავსე. ისტორიაც გვაჩვენებს იმას, რომ შორი მანძილის ქვეყნებს დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლიათ, არამხოლოდ ავიაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წარმატებული ვართ ავიაციის კუთხით, მაინც არსებობს განვითარების კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა. მათ შორის, რომ ჩვენს ქვეყანაში ვიხილოთ ავიაკომპანია Emirates, ასევე ისეთი მაღალი დონის ავიაკომპანია, როგორიცაა Saudia, რაც ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობის, რეისების ზრდას და ქვეყნის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ, ავიაციის განვითარების შემდეგი წლის გეგმა, სრულად ეფუძნება 2023 წლის ტურიზმის განვითარების ხედვას. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ მეტი პირდაპირი რეისი იყოს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით.

 

„ვმუშაობთ ევროპის სხვადასხვა მიმართულებით მეტი პირდაპირი რეისის არსებობაზე, სპარსეთის ყურის და შორის მანძილის ქვეყნების მიმართულებითაც.

რა თქმა უნდა, სირთულეები ყველა მიმართულებით არის, ვხედავთ, რომ ევროპის ავიაკომპანიებს საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვთ. დიდი გამოწვევები არსებობს. გლობალურად საკმაოდ რთული ვითარებაა და ჩვენი მოლაპარაკებები საკმაოდ სწრაფად ვერ მიმდინარეობს რადგანაც თავად ამ კომპანიას უნდა გააჩნდეს შესაბამისი შესაძლებლობები“, - აცხადებს ქვრივიშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up