2023 წელს “სმარტი” 33 სუპერმარკეტით შეხვდება

2023 წელს “სმარტი” 33 სუპერმარკეტით შეხვდება

access_time2022-12-27 12:25:55

2023 წელს სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ 33 ობიექტით შეხვდება. მომავალი წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „სმარტის“  მეორე სუპერმარკეტი გაფრენის ზონაშიც გაიხსნება და წლის ბოლომდე კიდევ 10-მდე „სმარტი“ გახდება მოგზაურობის დროს ერთგული თანამგზავრი როგორც აჭარასა და იმერეთში, ისე დედაქალაქში.

 

ბაკურიანში დამსვენებლებს კი განსაკუთრებულად გაახარებთ ის, რომ გასულ კვირას „სმარტის“ სუპერმაკეტი ბორჯომში, აღმაშენებლის გზატკეცილზე არსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზეც გაიხსნა და ახლა უკვე მოგზაურები არა მხოლოდ უახლესი ევროპული ხარისხის ბენზინითა თუ დიზელით და ავტოგაზით მართავენ ავტომობილს, არამედ „სმარტის“ ექსკლუზიურ პროდუქტებს და „ტრუჩილოს“ იტალიურ ყავას აგემოვნებენ „დანკინის“ ამერიკული რესტორნის მენიუსთან ერთად.  შესაბამისად, „ვისოლის“ კომბინირებული სადგური ბორჯომში შესვენების კიდევ ერთი მიმზიდველი ადგილი გახდა. თან 25 დეკემრიდან 2 იანვრის ჩათვლით მსგავს მულტიფუნქციურ სადგურებზე „ვისოლში“ 20 ლიტრი საწვავის შეძენისას მომხმარებლები  „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ამერიკანოს მიიღებენ საჩუქრად.

 

ახალგახსნილი „სმარტის“ სუპერმარკეტის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის ობიექტზე ახლა უკვე 20-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. 


 

„მოხარული ვართ, რომ “სმარტი” 2023 წელს 33 სუპერმარკეტითა და განვითარების ამბიციური გეგმებით შეხვდება. „სმარტი“ ქსელის განვითარებას  “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე განაგრძობს და მომავალი 2 წლის მანძილზე ჯამში 50-მდე ობიექტზე შესთავაზებს მომხმარებლებს გზად საჭირო პროდუქტების ფართო არჩევანს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჯამში 1000-მდე ადამიანს დაასაქმებს. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, „ვიანორის“ ავტომომსახურების სივრცეს, „ვენდისა“ და  „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს და მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის, რაც ჩვენი ჯგუფის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ბაზარზე” აცხადებს “ვისოლისა“და “სმარტის”  გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

 

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე  ფართო ქსელი აქვს საქართველოში. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს დაიწყო.      

 

(R)


თეგები:
სმარტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up