თბილისის მერიამ 2023 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გაუგზავნა. 2023 წელს თბილისის მერიის გადასახდელების მოცულობა 1.44 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელთან შედარებით 120 მილიონი ლარით ნაკლებია.
მერია შემოსავლის უდიდეს ნაწილს, 839 მლნ ლარს გადასახადებიდან მიიღებს, მათ შორის 250 მილიონ ლარს ქონების და 588 მილიონ ლარს დღგ-ის გადასახადიდან. მერიის გრანტი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან 314 მილიონი ლარი იქნება.
მომავალ წელს ბიუჯეტის ხარჯები კი ასე ნაწილდება:
● სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - 415 მლნ ლარი;
● ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 224 მლნ ლარი;
● ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 169 მლნ ლარი;
● ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 144 მლნ ლარი;
● ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა - 39 მლნ ლარი;
● განათლება - 224 მლნ ლარი;
● კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 43 მილიონი ლარი;
● საკრებულოს აპარატი - 18.4 მილიონი ლარი;
● მერიის ადმინისტრაცია - 28 მილიონი ლარი.
შეგახსენებთ, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი პროექტია, შესაბამისად, მისი მოცულობა შესაძლოა შემდგომი წარდგენებისთვის შეიცვალოს.