2023 წელს თბილისის მერია 200 ცალ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

2023 წელს თბილისის მერია 200 ცალ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის

access_time2023-01-18 14:30:58

18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, უსახლკაროების პროგრამა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ვაუჩერი სოციალურად დაუცველი პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენად - ეს იმ პროგრამების მცირე ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებას თბილისის მერია 2023 წელს გეგმავს. 

 


მიმდინარე წლის ბიუჯეტსა და მის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 


„მინდა, მოსახლეობას შევახსენო თბილისში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები, თუმცა, დავიწყებ იმით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი დამტკიცდა 1 მილიარდ 632 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა, გარდამავალი ნაშთი, რომელიც მათ შორის, გადაჭარბებული შემოსავლებისგან შედგება, დაემატება ამ ბიუჯეტს და ჯამურად 1 მილიარდ 760 მლნ ლარს მიაღწევს. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, გასულ წელს ბიუჯეტი შესრულდა 94 პროცენტით, ხოლო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია 35 მლნ ლარის გადაჭარბებით. ამ წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. გვაქვს ორი მიმართულება: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენს ბიუჯეტში და  ინფრასტრუქტურული მიმართულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 



მისი თქმით, 2023 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორის არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. მერის განცხადებით, ეს იქნება რამდენიმეწლიანი შესყიდვა, რომელიც წელს დაიწყება. ასევე, წელსვე დაიწყება ახალი ავტობაზის მშენებლობა, აღნიშნული ავტობუსების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

 


ამასთან, დედაქალაქის მერმა კიდევ რამდენიმე სოციალური პროექტის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.



„წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში, გაგრძელდება უსახლკაროების პროგრამა. როგორც იცით, თბილისში დარეგისტრირებული გვყავს 400-მდე უსახლკარო ოჯახი. გასულ წელს 60 ოჯახი დაკმაყოფილდა მუნიციპალური საცხოვრებლით. აღნიშნული პროგრამა წელსაც გაგრძელდება, 80-მდე ოჯახი იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი ოჯახი არ იყოს დედაქალაქში უსახლკაროდ. ასევე, გაგრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით, 25 ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება. სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და წელს გვექნება შესაძლებლობა, მეტი ასეთი პროექტის განხორციელების. მთავარია, რომ დაიდო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

გარდა ამისა, მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტების ვაუჩერის პროგრამა შეუფერხებლად გაგრძელდება. 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up