2023 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება იგეგმება

2023 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება იგეგმება

access_time2022-11-01 09:00:00

TAV Georgia მთავრობას თბილისის აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმას ე.წ Masterplan-ს მიმდინარე წლის დეკემბერში წარუდგენს.


როგორც „ბიზნეს ფორმულას“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განუცხადა, Masterplan-ის ფარგლებში, მომავალი წლიდან აეროპორტის გაფართოება, ახალი სივრცეების შექმნა, სტენდების გახსნა და არსებული ინფრასტრუქტურის გარემონტება იგეგმება.


ამასთან, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადების სრულ აღდგენას მომავალი წლისთვის პროგნოზირებს, წლევანდელი მოლოდინით კი, თბილისის აეროპორტი ჯამურად 2.8 მლნ მგზავრს მოემსახურება.


„მომავალი წლიდან იგეგმება როგორც თბილისის, ისე ბათუმის აეროპორტების გაფართოება, თბილისის განვითარების გეგმას წლის ბოლომდე წარვუდგენთ მთავრობას, ხოლო ბათუმის გეგმას 2023 წლის ბოლოს. ამასთან ველით, რომ მომავალ წელს თბილისის აეროპორტი ჯამურად დაახლოებით 3.3 მლნ მგზავრს მოემსახურება,“ - აცხადებს თეა ზაქარაძე.



TAV-ის საოპერაციო სერვისების აღმასრულებელმა დირექტორმა, გუჩლუ ბატკინმა „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მძიმე პერიოდი უკან დარჩა და პანდემიამდელ ნიშნულის ნელ-ნელა უბრუნდებიან.


„ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ კარგი ისაა რომ დაბრუნდა დრო, როცა ადამიანები კვლავ იწყებენ მოგზაურობას, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება და ახლოს ვართ 2019 წლის ნიშნულთან“, - TAV-ის საოპერაციო სერვისების აღმასრულებელი დირექტორი.


ე.წ. MasterPlan-ი აეროპორტის განვითარების გეგმას მოიცავს მომდევნო 20 წლის განმავლობაში. პროექტს კი TAV Georgia ახორციელებს, რომლის ღირებულებაც, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, $500 000-ს გადააჭარბებს.


„ბიზნეს ფორმულა“






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up