2023 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს MasterPlan-ი ექნება

2023 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს MasterPlan-ი ექნება

access_time2022-07-25 13:10:00

2023 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს გენერალური გეგმა ე.წ “MasterPlan” ექნება, რომელიც მომდევნო 20 წლის მანძილზე აეროპორტის განვითარების გეგმას მოიცავს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით მსგავსი სახის დოკუმენტის შექმნა სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, იქნება ეს ავიაციისთვის თუ რკინიგზისთვის.  აეროპორტის ე.წ “MasterPlan“-ის შექმნა ოპერატორმა კომპანიამ თავის თავზე აიღო და პროექტი რომლის ღირებულებაც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე 500 000$ მეტს აღემატება, TAV სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს.   


„თბილისის და ზოგადად აეროპორტების განვითარების გეგმა არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ასევე თავად აეროპორტისთვის, მით უმეტეს როდესაც საუბარია დედაქალაქის აეროპორტზე. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორია კომპანია ADPI, რომელიც გენერალური გეგმების შემუშავების მხრივ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა. კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდით როგორც საქართველოში, ასევე პარიზში - მივაღწიეთ შეთანხმებას და დავიწყეთ მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებაზე. განვითარების გეგმა იქნება 20 წელზე გაწერილი. ანუ მომავალი 20 წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება განვითარდეს აეროპორტი ამაზე იმუშავებს ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული კომპანია. რაც შეეხება განვითარების გეგმას, ამ მიმართულებით წლები ვფიქრობთ და ამ დოკუმენტს ველოდებოდით, რადგანაც ზოგიერთ ქვეყანაში განვითარების გეგმას აკეთებს სახელმწიფო, მაგრამ ვინაიდან გადაწყვეტილება სწრაფად იყო მისაღები, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის მომზადებაზე და ასე ვთქვათ ეს იქნება ჩვენი საჩუქარი სახელმწიფოსთვის. რადგანაც უახლოესი 20 წლის განმავლობაში ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იქნება“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.


მისი თქმით, როცა ქვეყანა, ქალაქი ვითარდება ის მოითხოვს სხვა ინფრასტრუქტურას და განვითარების გეგმის შემუშავების აუცილებლობაც, სწორედ ქალაქის ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ განაპირობა. 

 

„როცა მივიღეთ ინფორმაცია, რომ აეროპორტთან შენდება სასტუმრო, რომელსაც აშენებს ფრანგული კომპანია, მართალი გითხრათ, აუცილებლობა დავინახეთ იმის, რომ გაგვეკეთებინა ხედვა, მომავალი განვითარების გეგმა. ADPI, ამ მხრივ მართლაც კომპეტენტურია და ვთხოვეთ ხედვის წარმოდგენა, თუ როგორ იქნება აეროპორტთან თანხვედრაში ეს ახალი სასტუმრო. ვთხოვეთ კომპანიას, რომ წლის ბოლომდე დაასრულოს გეგმაზე მუშაობა. 2023 წლის 1-ელ იანვარს ჩვენ ფაქტობრივად ახალ გენერალურ გეგმას მივიღებთ. სასტუმრო არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგანაც ის 250 მეტრში მდებარეობს მოფრენის ტერმინალიდან. რეალურად ეს იყო უმთავრესი მიზეზი, თუმცა ბევრი სხვა მიზეზიც გვაქვს, ამბობს ზაქარაძე.

 


TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ინფრასტრუქტურა უკვე მოძველებულია.


„17 წლისაა თავად შენობა. ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა მგზავრის პროფილი, ასევე მგზავრობის პროფილი. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი, კერძო რეისები სრულდება, პატარა ბორტებით და გვინდა რომ სამომავლოდ ცალკე გავიტანოთ ეს მიმართულება და ცალკე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოთ. ასევე ძალიან მომძლავრდა სატვირთო გადაზიდვები, საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც დამატებით კარგო ინფრასტრუქტურას მოითხოვს. შეიძლება, ხვალ და ზეგ დადგეს იმის საჭიროება, რომ მეორე ასაფრენი ზოლის სასწრაფო გარემონტება დადგეს დღის წესრიგში. ასევე დამატებითი სადგომები ხომალდებისთვის. ასე, რომ რაც ჩვენ გვჭირდება, რისი აუცილებლობაც დადგა ეს ყველაფერი გავუზიარეთ ამ კომპანიას, რომელმაც გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყო“, აცხადებს თეა ზაქარაძე.

 

ფრანგული კომპანია ADPI-ს წარმომადგენლები საქართველოში აგვისტოში ჩამოვლენ, რომლებიც უკვე ადგილზე გაეცნობიან ინფრასტრუქტურა და ექნებათ შეხვედრები ყველა იმ სტრუქტურის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ პროცესში უნდა ჩაერთონ. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ TAV-ს საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, გენერალური გეგმის შემუშავება და შემდგომ ამ გეგმის მიხედვით მოქმედება ნებისმიერი ოპერატორისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. 

 

 „TAV Georgia-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურება, ხოლო მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს. მაგრამ მე ვფიქრობ აქ მნიშვნელოვანია არაა აეროპორტი TAV-ის მართვაში იქნება თუ სხვა კომპანიის. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ ამ აეროპორტებში. მე პირადად 2005 წლიდან ვარ მოწმე და მონაწილე ამ ყველაფრის და ძალიან გამიხარდება თუ ყველაფერი სწორი დაგეგმვით წავა. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა კომპანია ვინ იქნება, მთავარია სწორად იმოქმედოს და სწორად განავითაროს ინფრასტრუქტურა, რადგანაც ბევრი რამეა დამოკიდებული სწორ აეროპორტზე და სწორად მართულ აეროპორტზე, განმარტავს თეა ზაქარაძე. 

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up