2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 438 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 361 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,969 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,546,950.01 ლარს შეადგენს.