2023 წლის ბიუჯეტში დოლარის კურსი 2.8462 ნიშნულით განისაზღვრა

2023 წლის ბიუჯეტში დოლარის კურსი 2.8462 ნიშნულით განისაზღვრა

access_time2022-10-04 18:00:09

მთავრობამ პარლამენტს 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა, რომელშიც დოლარის კურსი 2.8462 ნიშნულით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტის მე-4 თავში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდოს, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებას მოიცავს, აღნიშნულია, რომ გამოთვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსები 21 სექტემბრის მდგომარეობით:

1 EUR = 2.8482 GEL;

1 SDR = 3,6718 GEL;

10 CNY = 4.0586 GEL;

100 JPY = 1.9818 GEL;

1 KWD = 9.2110 GEL;

1 USD = 2.8462 GEL.

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვითვე, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2023 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 32,072.8 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალისა – 23,654.0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 8,418.8 მლნ ლარის ოდენობით.



ექსპერტების შეფასებით გაურკვეველია რა ბედი ელის ლარის კურსის გრძელვადიან პერსპექტივაში.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ კურსი, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტშია ჩაწერილი, წარმოადგენს იმ დღის კურსს, როდესაც მთავრობამ ბიუჯეტი პარლამენტში წარადგინა. 

„გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი შეუძლებელია, სადმე ფიქსირებული კურსი გვქონდეს მთელი წლის განმავლობაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის წარდგენის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი პუნქტია კურსის დაფიქსირება, რომელიც არა მომავალი წლის პროგნოზებს ეყრდნობა, არამედ ეყრდობა მიმდინარე წლის იმ დღის კურსს, როდესაც „ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება.


შესაბამისად იქ არჩეულია არა გასაშვალოებული ან საპროგნოზო კურსი, არამედ დღევანდელი კურსი, როდესაც განაცხადი შეაქვთ.


მეორე მხრივ, რომ შევხედოთ შეუძლებელია ლარის კურსი ერთ წერტილში იყოს ფიქსირებული და წინასწარ მოვახდინოთ პროგნოზირება. იმიტომ რომ ის არის მცურავი და შესაბამისად წინასწარმეტყველებას გამორიცხავს. პლუს რეგიონში და მსოფლიოში იმდენი რამ ხდება, რომელიც გავლენას ახდენს ქართული ლარის და აშშ-ს დოლარის კურსზე. საკანონმდებლო მოთხოვნაა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის წარდგენისას დაფიქსირებული იყოს საორიენტაციო კურსი, რომელიც იმავდროულად არის იმ დღის კურსი როდესაც კანონპროექტი წარდეგინება პარლამენტს“, — აცხადებს ვახტანგ ჭარაია.


„ეს ძნელი სათქმელია რა იქნება ლარის კურსი გრძელვადიან პერსპექტივაში. ლარის კურსის გამყარების მთავარი ეფექტი იყო ის ერთჯერადი შოკი რაც გამოიწვია თანხების შემოდინებამ ემიგრანტების მხრიდან. როგორი იქნება იქნება სამომავლოდ გადმორიცხვების თემა, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ლარის კურსი ეს ძნელი სათქმელია. ჩვენ ვერ დავადასტურებთ იმას, რომ 2.8462 ნიშნული ეს იქნება საშულო კურსი, რომელიც შენარჩუნდება 2023 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისათვის ბანკებში უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა გვაქვს“, - განუცხადა „კომერსანტს“ საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.


4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8150 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8228 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.78 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7860 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7590 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.70 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1515 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1956 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 ოქტომბერიდან შევა ძალაში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up