ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალური ქსელში წერს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან - გაზაფხულიდან უძრავ ქონებაზე ფასი - ყიდვა და იჯარა საშუალოდ 30%-ით გაიზრდება, ამიტომ ყველას, ვისაც ბინის შეძენა სურს ურჩევს მოასწრონ და შეიძინონ.
„2021 წლის ბოლოს გითხარით, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან საშუალოდ 40%-ით გაძვირდებოდა უძრავი ქონების (ყიდვა/იჯარა) ფასი.
მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან (გაზაფხულიდან) უძრავ ქონებაზე ფასი (ყიდვა/იჯარა) კვლავ საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.
მოასწარით და მიმდინარე მშენებლობებში (რომლებიც ძველი ფასებით აშენებენ ჯერ კიდევ და კარგი რეპუტაციით სარგებლობენ) შეიძინეთ უძრავი ქონება.
2023 წლის ბოლოს თბილისში 1 კვ მეტრი უძრავი ქონების ფასი - 900-1000 დოლარი სასაცილო ფასი გახდება“, — წერს ოთო აბესაძე.