კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, გასული წლის დიდი რყევების შემდეგ, 2023 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვთ.
Coindesk-მა ციფრული ეკონომიკის 2023 წლის პრონოზები გამოაქვეყნა:
კრიპტო ეკოსისტემის ბუნებრივი გადარჩევა
2023 წელს ციფრული აქტივების ეკოსისტემის ბუნებრივი გადარჩევა მოხდება და ეს პოზიტიური მოვლენაა. კარგი კომპანიები გაძლიერდებიან, ცუდები კი გაქრებიან ან მსხვილ ორგანიზაციებს შეუერთდებიან.
რეგულაცია ყველგან
2023 წელს ქვეყნები მიიღებენ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს კრიპტო რეგულირების შესახებ. თუმცა, აშშ-ში საკანონმდებლო დისფუნქციის გამო, მნიშვნელოვანი მარეგულირებელი მოძრაობები არ მოხდება. 2023 წელს ბევრი მარეგულირებელი რეჟიმის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს.
ევროკავშირი 2023 წლის დასაწყისში კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულაციის მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, რომელიც კრიპტოვალუტების და აქტივების, ასევე ტრანზაქციების რეგულირებას გულისხმობს.
მეტავერსი და NFT დაბრუნდებიან
მეტავერსი და NFT 2023 წელს მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ. 2023 წელი იქნება მათი სიდიადის დასაწყისი. მოსალოდნელია NFT-ის მრავალფეროვნება და მისი გამოყენების ინოვაციური გზების დანერგვა. მიწოდების ჯაჭვიდან დაწყებული, ლოჯისტიკით დასრულებული - NFT-ებს ექნებათ უფრო ფართო როლი ოპერაციების გაციფრულებაში.
2023 შეიძლება იყოს ციფრული ვალუტის ცენტრალური ბანკის წელი
ცენტრალური ბანკები ქმნიან ალიანსებს კომერციულ ბანკებთან და ტექნოლოგიების პროვაიდერებთან, რათა გააძლიერონ თავიანთი პოზიცია. იმის გამო, რომ მსოფლიოს ცენტრალური ბანკების 80%-ზე მეტი უკვე განიხილავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გაშვებას, 2022 წელი ძირითადად სავსე იყო ტესტირებებით. ეს 2023 წელს მთავარი პრიორიტეტი გახდება.
2023 წლის დასაწყისში იაპონიის ბანკი პილოტირებას განახორციელებს მსხვილ ბანკებთან. თურქეთმაც გამოაცხადა, რომ მომავალ წელს გამოუშვებს თავის CBDC-ს. ფულისა და გადახდების სამყარო 2023 წელს ბლოკჩეინის უფრო ფართოდ მიღების გზაზეა. SWIFT აღიარებს ამ მიმართულებით გადაადგილების აუცილებლობას.
ინსტიტუციური ინვესტიციები ციფრულ ეკონომიკაში გაიზრდება
ინსტიტუციონალური ინვესტორები თავიანთი დიდი ფულით დიდ ნაბიჯებს გადადგამენ. 2023 წელი იქნება შესანიშნავი დრო სარისკო კაპიტალის ფონდებში დასაბანდებლად, რომლებიც ორიენტირებულია ბლოკჩეინის ეკოსისტემაზე.
წყარო: coindesk.com