მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღება მარტივად ხელმისაწვდომი აღარაა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და დავდებთ რამდენიმე მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან - ჯუანშერ ბურჭულაძე

მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღება მარტივად ხელმისაწვდომი აღარაა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და დავდებთ რამდენიმე მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან - ჯუანშერ ბურჭულაძე

access_time2022-11-14 14:40:51

2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა და შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა  „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემაში „ბიზნესი“ ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასა და მის მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა,  მომავალ წელს თავდაცვის უწყება 25%-ით გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს; ეს ბიუჯეტი არის დივერსიფიცირებული ასევე, ხარჯვით ნაწილშიც.


„თქვენ ნახეთ პრემიერის დაპირება, რომ იანვრიდან ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება. 2024 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება კიდევ 20 პროცენტით გაიზრდება. ეს გაგვიყვანს იმ შედეგზე, რა მიზანსაც ჩვენ ვისახავთ. აქაც ვიქნებით ძალიან პრინციპულები. მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერს დიდი მხარდაჭერისთვის ყველა მიმართულებით“,  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად თავდაცვის მინისტრმა შეიარაღების შესყიდვა დაასახელა და აღნიშნა, რომ 2023 წლის დასაწყისში შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდება.


„შესყიდვების ბიუროკრატიული ნაწილი უკვე თითქმის დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან რთულია, მარტივად აღარ არის ხელმისაწვდომი შეიარაღება არც ევროპაში და მთელს მსოფლიოში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ეს პროცესი გავიარეთ. 2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ ბიუჯეტის კონტექსტში მიმდინარე წელიც მიმოიხილა და განმარტა, რომ ასიგნება თავდაცვის უწყებას ბოლო კვარტალში გაეზარდა 90 მილიონით, რომლიდანაც 10 მილიონი სესხის ეკონომიის შემცირებით მოხდა და შესაბამისად, ასიგნებაში დაემატა.

„წელს ჩვენ ამ ბიუჯეტით კიდევ მოვამატეთ ანაზღაურება, კიდევ უფრო მეტი ხელშეკრულების დადების საშუალება მოგვეცა. ხელფასები წელს გავზარდეთ 20-დან 25 პროცენტამდე სამხედრო მოსამსახურეებისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up