2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსს გლაზგო ან ლივერპული უმასპინძლებს

2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსს გლაზგო ან ლივერპული უმასპინძლებს

access_time2022-09-28 00:00:00

2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსს გლაზგო ან ლივერპული უმასპინძლებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.


როგორც „ბიბისი“ წერს, 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დიდ ბრიტანეთში გამართვა ორგანიზატორიების მიერ გადაწყდა, რადგან წინა წლის გამარჯვებული უკრაინა, რუსეთის მიმდინარე აგრესიის გამო, ვერ შეძლებს კონკურსის მასპინძლობას.


სიმღერის კონკურსის მასპინძლობის სურვილი ბრიტანეთის 20-მა ქალაქმა გამოთქვა, შემდგომ ქალაქების რიცხვი შვიდამდე შემცირდა, საბოლოოდ კი შერჩეულ იქნა ორი ქალაქი – გლაზგო და ლივერპული. ორივე ქალაქში მდინარისპირა არენებია განთავსებული, სადაც შესაძლებელი იქნება კონკურსის გამართვა.


„ბიბისის“ ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდება.



გამარჯვებულ ქალაქში ათასობით ადამიანი ჩავა და მთელ მსოფლიოში 160 მილიონი მაყურებლის ყურადღების ცენტრში მოექცევა.


ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩა, მათ შორის ქალაქს უნდა ჰქონოდა კონკურსის გასამართად შესაბამისი ადგილი და საკმარისი სივრცე სიმღერის კონკურსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; კულტურული შეთავაზების სიძლიერე, რომელიც მოიცავს კადრს მიღმა ადგილობრივი და რეგიონული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას, მათ შორის უკრაინული კულტურის და მუსიკის ჩვენებას და უნდა შეესაბამებოდეს „ბიბისის“, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებს, როგორიცაა მთლიანი აუდიტორიის ღირებულებების უზრუნველყოფა და დიდ ბრიტანეთში კრეატიული ეკონომიკის მხარდაჭერა.


„ევროვიზიის“ ორგანიზატორების განცხადებით, მასპინძელი ქალაქის არენა უნდა იტევდეს დაახლოებით ათი ათას მაყურებელს, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საერთაშორისო აეროპორტი და ჰქონდეს საკმარისი ადგილები სასტუმროებში, სადაც განთავსება მინიმუმ ორი ათასი დელეგატი, ჟურნალისტი და ღონისძიებაზე დამსწრე მაყურებელი.


„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი დიდ ბრიტანეთში სულ რვაჯერ გაიმართა. კონკურსს ოთხჯერ ლონდონმა უმასპინძლა, ხოლო თითო-თითოჯერ ედინბურგმა, ბრაიტონმა, ჰაროგეიტმა და ბირმინგემმა.


პირველი არხი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up