პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დაიწყო - რა ცვლილებები განხორციელდა დოკუმენტში

პარლამენტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დაიწყო - რა ცვლილებები განხორციელდა დოკუმენტში

access_time2022-11-14 14:00:15

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო. მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24,3 მლრდ ლარს შეადგენს. 2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ შედარებით კონსერვატიულად არის დაგეგმილი და ამავდროულად გრძელდება ფისკალური კონსოლიდაცია, კერძოდ:

•       რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში. აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიან პერიოდის განმავლობაში;

•       მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი ასევე 5%-ს შეადგენს, ხოლო შემდგომ წლებში პროგნოზირებულია 3%-ის ფარგლებში;

•       ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 79,6 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 დოლარს უტოლდება. 2026 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 101,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 9 500 დოლარს გადააჭარბებს;

•       ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 23,2%-ია;

•       ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,8%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 39%-ის ფარგლებშია.

 

2023 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 18 497,0 მლნ ლარს შეადგენს. 2022 წლის განახლებულ მაჩვენებელთან შედარებით 2023 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 1 673,0 მლნ ლარით.

მშპ-სთან მიმართებაში 2023 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,2%-ს შეადგენს და საშუალოვადიან პერიოდში განისაზღვრება 23,4%-ის ფარგლებში.

2023  წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

•   საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 542,8 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 5 106,8 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 436,0 მლნ ლარს;

•   მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 945,0 მლნ ლარით;

•   დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 7 934,2 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 6 426,7 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი - 1 507,5 მლნ ლარს;

•   აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 100,0 მლნ ლარის ოდენობით;

•   იმპორტის  გადასახადის  საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 125,0 მლნ ლარით;

•   ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 600,0 მლნ ლარს;

•   სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 250,0 მლნ ლარით.

მიმდინარე ხარჯები

პანდემიის საპასუხო ღონისძიებების დაფინანსების შედეგად, 2020-2021 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე ხარჯების მოცულობა და მშპ-სთან მიმართებაში 2020 წელს 26,2%, ხოლო 2021 წელს 24,7% შეადგინა. 2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოსალოდნელი მოცულობა ჯამში დაგეგმილია 15,6 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 21,6%-ს შეადგენს. 2023 წელს მიმდინარე ხარჯების მოსალოდნელი მოცულობა ჯამში დაგეგმილია 17,0 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 21,3%-ს შეადგენს, ხოლო 2024-2026 წლებში შენარჩუნებულია საშუალოდ იგივე მაჩვენებელზე.

კაპიტალური ხარჯები


პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა კაპიტალური ხარჯების მოცულობა და მშპ-სთან მიმართებაში 2020 წელს 9,0%, ხოლო 2021 წელს 7,9% შეადგინა. 2022 წელს კაპიტალური ხარჯების დაგეგმილი მოსალოდნელი ოდენობა შეადგენს 6,0 მლრდ ლარს, რაც მშპ-ს 8,3%-ს შეადგენს. 2023 წელს კაპიტალური ხარჯების დაგეგმილი მოსალოდნელი ოდენობა განისაზღვრება 6,1 მლრდ ლარამდე, რაც მშპ-ს 7.7%-ს შეადგენს. მომდევნო წლებში, ფისკალური კონსოლიდაციის პარალელურად კაპიტალური ხარჯები მცირდება და მშპ-ს 7,0%ის ფარგლებშია შენარჩუნებული.

საბიუჯეტო დეფიციტი და მთავრობის ვალი

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე7 პუნქტის გათვალისწინებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვრება შემდეგნაირად:

•       2023 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, განისაზღვრება 2 301,0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 2.9%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);

•       2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 38.9%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების საორიენტაციო შეფასება (2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.5%-ით − ჯამი: მშპ-ის 39.4% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%).

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გაანგარიშებული ნაერთი ბიუჯეტის მოდიფიცირებულ დეფიციტს, მისი მოცულობა 2 265,0 მლნ ლარია და მშპ-ს 2,8%-ს შეადგენს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 1 939,4 მლნ ლარით (ხოლო 2022 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 1 448.6 მლნ ლარით) და განისაზღვრება 21 302,0 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის:

•       შემოსავლები - 17 193,3 მლნ ლარი (2022 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 632,9 მლნ ლარით, ხოლო 2022 წლის ბიუჯეტში

განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 1 432,6 მლნ ლარით);

•  საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 15 953,5 მლნ ლარს, რაც პირველ დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 529.8 მლნ ლარით, ხოლო კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 1 480,5 მლნ ლარით, მათ შორის:

•  საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 106,8 მლნ ლარით, რაც 2022 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმას აღემატება 806,8 მლნ ლარით, ხოლო კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 516,1 მლნ ლარით;

•   მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 945,0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმას აღემატება 325,0 მლნ ლარით, ხოლო კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 116,0 მლნ ლარით;

•  დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 426,7 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმას აღემატება 1 028,0 მლნ ლარით, ხოლო კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 600,4 მლნ ლარით;

•  აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 100,0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმას აღემატება 210,0 მლნ ლარით, ხოლო კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 115,0 მლნ ლარით;

•  იმპორტის გადასახადის  საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 125,0 მლნ ლარით, რაც 2022 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმას აღემატება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია13,0 მლნ ლარით;

•  სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 250,0 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 120,0 მლნ ლარით).

•  სხვა შემოსავლების პროგნოზი 2022 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 165.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 960.0 მლნ ლარის ოდენობით (კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 15,0 მლნ ლარით);

•  გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრება 279.8 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:

•  საბიუჯეტო გრანტების ფარგლებში მისაღები შემოსავლები შეადგენს 135,0 მლნ ლარს.

•   საინვესტიციო გრანტები შეადგენს 44.8 მლნ ლარამდე;

•  სსიპ-ების მიერ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გადმოსარიცხი თანხები შეადგენს 100.0 მლნ ლარს;

•       არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 200.0 მლნ ლარს;

•       ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი განისაზღვრა 280.0 მლნ ლარის ოდენობით;

•       ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3 628,7 მლნ ლარის ოდენობით მათ შორის:

•   საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს 1 400.0 მლნ ლარს.

•   საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1 928.7 მლნ ლარს;

•   საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 300,0 მლნ ლარს.

ამავდროულად ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 218,5 მლნ ლარის ოდენობით, შესაბამისად ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 410,2 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები)

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 21 154,0 მლნ ლარს (2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 1 982,9 მლნ ლარით, ხოლო 2022 წელს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებასთან შედარებით იზრდება 1 475,3 მლნ ლარით).

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up