„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2023 წლის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდება და 2.85-ის ფარგლებში იქნება, 2024 წელს კი 2.75 ლარი. ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის საშუალო კურსი 2.7-ია, მაშინ როდესაც 2021 წელს საშუალო კურსი 3.10 ლარის ფარგლებში იყო.
„მიმდინარე წელს ლარის კურსის სიმყარის მთავარი მიზეზი ფულადი გზავნილების ზრდა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკაა“, —აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“.
რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებით, ორგანიზაციის პროგნოზით, ლარი ევროსთან გაუფასურდება და ერთი ევროს ფასი 3.14 ლარი იქნება, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის საშუალო მაჩვენებელი 2.86 ლარი იყო. რაც შეეხება 2024 წელს, „თიბის კაპიტალი“ ელის, რომ ლარის კურსი ევროსთან 3.19-ის ფარგლებში იქნება.
2022 ევროსთვის რეკორდული გაუფასურების წელი აღმოჩნდა. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მომდევნო წელს ევროს ღირებულება გაიზრდება და დოლართან მისი კურსი 1.10-ის ფარგლებში, 2024 წელს კი 1.16-ის ფარგლებში იქნება.