2023 წლის გლობალური ეკონომიკის 5 საფრთხე - Bloomberg

2023 წლის გლობალური ეკონომიკის 5 საფრთხე - Bloomberg

access_time2022-12-29 20:00:00

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა, 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკის 5 საფრთხე დაასახელეს.

 


მათ შორისაა მაღალი ინფლაცია, ომი უკრაინაში, ჩინეთში COVID19-ის შემთხვევების ზრდა და პანდემიის ახალი ტალღის საფრთხე.

 


ანალიტიკოსების აზრით, 2023 წლის მთავარი ეკონომიკური რისკი არის ინფლაციის მაღალ დონე.

 


„არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ხელფასების და ენერგეტიკული ფასების ზრდა გაგრძელდება. ინფლაციას გავლენა ექნება სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. ამ ვითარებაში აშშ-ს ფედერალური სარეზერვო და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებები მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიზნით, რომელსაც ბაზრები 2023 წლის შუა რიცხვებში ელოდებიან, გამოირიცხება და სესხების ღირებულების ზრდამ შესაძლოა, რეცესია გამოიწვიოს. კიდევ ერთი მთავარი საფრთხე გლობალური ბაზრისთვის არის COVID19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ჩინეთში“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

 


ამასთან, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის შენელების ნებისმიერი სიგნალი ძირს უთხრის მოთხოვნას სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სამრეწველო ლითონებზე და რკინის მადნებზე.




პანდემიის ახალმა ტალღამ ასევე შესაძლოა, შეანელოს გლობალური ეკონომიკის აღდგენა, რაც კვლავ გაანადგურებს მიწოდების ჯაჭვებს და გამოიწვევს ბიზნესის აქტივობის შენელებას.

 

Wall Street-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მაკროეკონომიკურ გავლენას ამ შემთხვევაში უფრო ძლიერად იგრძნობენ მსხვილი ეკონომიკისა და განვითარებული ვაჭრობის მქონე ქვეყნები.

 


„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი შედარებით მშვიდ ფაზაშია, ბრძოლები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს.

 


თუ დასავლეთი რუსეთის სავაჭრო პარტნიორების, კერძოდ ინდოეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს დააწესებს, ეს სერიოზულად დააზარალებს ენერგიისა და სურსათის ბაზრების მიწოდების მხარეს, ასევე სასუქების, რიგი ლითონებისა და ქიმიკატების ბაზრებს“.

 

Wall Street-ის ანალიტიკოსების აზრით, კიდევ უფრო შემაშფოთებელი სცენარია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შორეული, მაგრამ ძალიან რეალური შესაძლებლობა, რასაც მყისიერი გავლენა ექნება უკრაინის სურსათის ექსპორტზე.

 


ამასთან, ინფლაციის შეკავება გააუქმებს 2023 წელს დოლარის სუსტი ვარდნისა და ენერგიის დაბალი ფასების დადებით ეფექტებს, რაც გამოიწვევს განვითარებადი ბაზრების ვარდნას.

 


ამასთან, რჩება რისკები, რამაც შეიძლება კვლავ გამოიწვიოს ენერგოფასების მკვეთრი ზრდა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამწვავება, ამ რისკების შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 


2022 წლის გლობალური ეკონომიკის მთავარ საფრთხეებს შორის Bloomberg-ის ავტორებმა დაასახელეს Omicron-ი და ეკონომიკური ზრდის შენელება ჩინეთში, „სასურსათო ბუნტი“ და „ევროსკეპტიკოსების“ ძალაუფლება ევროკავშირის ქვეყნებში.

 

 

europetime





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up