2023 წლის მეორე ნახევრიდან პურის დამზადების წესები მკაცრდება

2023 წლის მეორე ნახევრიდან პურის დამზადების წესები მკაცრდება

access_time2023-02-14 13:30:51

2023 წლის მეორე ნახევრიდან პურის დამზადებაში ახალი რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.



დოლიძის თქმით, პურ-პროდუქტებთან დაკავშირებით  გამკაცრდება უვნებლობის და უსაფრთხოების საკითხები.




„უვნებლობის საკითხი ეხება იმას, თუ როგორ მზადდება პროდუქცია. მინდა, გითხრათ, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც საკვები პროდუქტების, მათ შორის, პურის დამზადებას გარკვეულად გაამკაცრებს. მინდა, იცოდეთ, რომ პური რისკჯგუფს არ მიეკუთვნება. „ჰასპის“ კანონმდებლობა რისკის ადგილებს, წარმოებაში რისკის გამორიცხვას ითვალისწინებს. პური 220 გრადუსზე ცხვება, იქ ყველა მიკრობი მკვდარია. მართალია, პური რისკჯგუფში არაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევრი წარმოება მოსაწესრიგებელია. ამ დარგში გარკვეული შენიშვნებია, დაწყებული რეკლამიდან დამთავრებული წარმოების სტრუქტურამდე. ბევრი რამე დასახვეწი და შესაცვლელია. ელემენტარულად საცხობში ხელსაბანი, თბილი წყალი, საცერი, განათება, ვენტილაცია რომ უნდა იყოს, ამას არავისგან სწავლება არ უნდა. ამის დრო მოვიდა. დამთავრდა საუბარი რაოდენობაზე, დეფიციტზე. მოვიდა იმის დრო, რომ ყველაფერი ცოტა უფრო ცივილურად იყოს. მომხმარებელმა იცოდეს, რა არის ის, რასაც იძენს. ხშირად მეკითხებიან: შავი პური შავი პურია? თეთრი პური თეთრი პურია? შეღებილია? არ არის შეღებილი? საფუარიანია? უსაფუაროა? არის ასეთი შეკითხვები, რომელიც პროფესიონალისთვის გამაღიზიანებელია. მაგრამ, არის რეკლამები, რომელსაც მარკეტოლოგები აკეთებენ, ამას „მწარე რეკლამას“ ვეძახი. რეკლამებში ამბობენ: „ჩვენ არ ვღებავთ“, ანუ თქვენ ღებავთ, ხომ? ან „პური საფუარის გარეშე“ – ხშირად აწერენ ასე. ამ დროს პური საფუარის გარეშე არ მეგულება. შეიძლება, საფუარად ნატურალური ნივთიერებები იყოს გამოყენებული. მაგალითად, არის სხვადასხვა ბალახეული, სხვადასხვა წესით გამოყვანილი საფუარი, სადაც რძემაჟავა ბაქტერიებია. ცომი თუ არ მომწიფდა და სათანადო მოცულობა არ მიიღო, ისე პური არ გამოცხვება“, - განაცხადა დოლიძემ.


აღსანიშნავია, რომ სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up