2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კომპანია სილქნეტია

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კომპანია სილქნეტია

access_time2022-12-22 19:20:29



22 დეკემბერს, სასტუმრო რადისონში, ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ,  მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ და ასევე სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანიის - სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.



კომპანია სილქნეტი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენიც გახდა და ზამთრის სეზონის მთავარ ღონისძიების მასპინძელი იქნება.

ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის  მზადება სათხილამურო ფედერაციამ და სილქნეტმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე საქართველომ მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.


სილქნეტი ზამთრის სახეობებში არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრის გენერალური სპონსორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში. კომპანია ხელს უწყობს ქართველი სპორტსმენების წვრთნებს  უცხოეთის კურორტებზე, მაღალრეიტინგული მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 6 სათანადო კვალიფიკაციის მქონე ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.






„ჩვენი 20 წლიანი საქმიანობა, როგორც კერძო ბიზნესის დაგვირგვინდა უდიდესი  მოვლენით, რასაც ჰქვია მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამ სპორტით იწყება უდიდესი საქმე. მთავრობის მიერ შეიქმნა უმაღლესი ხარისხის ინფრასტუქტურა, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს დიდი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველს ვინც ამაში მონაწილეობდა. განსაკუთრებული მადლობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში მიიღო ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები“- გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.




პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ორი სეზონი ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს კროსში.

ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა.



ჩემპიონატი 7 დისციპლინას მოიცავს, მედლების რაოდენობა კი 30 კომპლექტს შეადგენს. ასეთი  მასშტაბური სპორტული ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით,  დაახლოებით 50 ქვეყნიდან  2000-მდე სტუმარს:  სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმს, მსაჯს - უმასპინძლებს ბაკურიანი. ამ მასშტაბის სპორტულ ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციებით, მსოფლიო სტანდარტის ინფრასტუქტურა შექმნა ისტორიულ კურორტ ბაკურიანში.



მარიამ ქვირივიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე: მოგეხსენებათ რომ ჩვენ უმოკლეს ვადებში საკმაოდ რთული სამუშაოები შევასრულეთ და შედეგად ბაკურაინს დღეს უკვე აქვს ორი ხელოვნური რეზერვუარი, 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რანდენიმე ახალი საბაგირო და 6 საშეჯიბრო, სათხილამურო ტრასა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენ პარტნიორ კომპანიას, ყველა ადამიანს ვინც ამ საქმეში არის ჩართული, ფედერაციას და განსაკუთრებული მადლობა, ბატონ გიორგი რამიშვილს, რომელსაც ეკუთვნის ჩემპიონატის ჩატარების ინიციატივა და რომ არა მისი ჩართულობა, ლობირება და ამ საქმის სიყვარული - არც ეს პროექტი გვექნებოდა და არც ეს ინფრასტრუქტურა.






2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ისეთ სახეობებს მოიცავს, რომელიც სპორტსმენისთვის საკმარისად ექსტრემალურია და მაყურებლისთვის - სანახაობრივი. ბაკურიანის დამსვენებლებს ან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩასულ სტუმრებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ ასპარეზობებს. უგულშემატკივრონ ქართველ სპორტსმენებს 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დიდველის და კოხტა-მიტარბის ტრასებზე. მნიშვნელოვანია, რომ  საერთაშორისო არხით - ევროსპორტით - მოხდება ჩემპიონატის ტრანსლაცია. ასევე საინფორმაციო მხარდამჭერები იქნებიან: ევრონიუს საქართველო და სილქ უნივერსალი.



(R)




თეგები:
სილქნეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up