2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების მასშტაბური პროექტი განხორციელდება

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების მასშტაბური პროექტი განხორციელდება

access_time2022-05-17 18:55:52

თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ბაკურიანში, დიდველისა და კოხტა-მიტარბის სათხილამურო არეალში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება. 28 კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტი, რომელიც ყველაზე მასშტაბურია აქამდე განხორციელებულ პროექტებს შორის,  2022 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.


 


ხელოვნური გათოვლიანების პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად „ემ თი ეიმ“ (შპს „მთის ტრასების სააგენტო“)   ბაზრის კვლევა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) რეკომენდაციითა  და კონკურსის წესით შერჩეული საპროექტო იტალიური კომპანია “Pro Alpe“ მიერ განისაზღვრა კურორტის გათოვლიანებისთვის საჭირო თანხის ოდენობა,  რომელმაც ასევე გაიარა ექსპერტიზა.  ბაზრის კვლევის შედეგად შეირჩა კომპანია, რომელმაც პროექტის შესრულების ბიუჯეტი  - 99.9 მლნ. ლარი წარმოადგინა და დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, რომელიც, მათ შორის, გულისხმობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის შექმნის გამოცდილებას ზამთრის ოლიმპიადაზე, მსოფლიო ჩემპიონატსა  და მსოფლიო თასებზე. 

 


2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის  საქართველოში ჩატარება წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებას, რომლის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს შესაბამისი საინვესტიციო გარემოს გაუ,ჯობესებას, ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს სათხილამურო კურორტების განვითარებას, რაც დადებითად აისახება სამთო  კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.

 

მსოფლიო რუკაზე  საქართველო საპატიო ადგილს იკავებს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით და აღსანიშნავია,  რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up