2023 წლის პირველი ნახევრიდან Airbus-ის მიერ წარმოებული ვერტმფრენები c-check-ის გავლას თელავში შეძლებენ

2023 წლის პირველი ნახევრიდან Airbus-ის მიერ წარმოებული ვერტმფრენები c-check-ის გავლას თელავში შეძლებენ

access_time2022-12-16 22:00:37

2023 წლის პირველი ნახევრიდან Airbus-ის მიერ წარმოებული ვერტმფრენები c-check-ის გავლას თელავში შეძლებენ. ქართული ავიაკომპანია Geosky გახდა პირველი ქართული ავიაკომპანია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი იქნება და ტექნიკურ ოპერაციებს ამ ბრენდის ქვეშ განახორციელებს. Geosky-მ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე შექმნა და გაზაფხულისთვის მის ტექნიკურ აღჭურვილობასაც განახორციელებს. Airbus-ის მხრიდან სერტიფიცირების შემდეგ კი, ვერტმფრენების მომსახურებასაც დაიწყებს.


როგორც Geosky-ს ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განაცხადა, რომელიც ამ დროისათვის საფრანგეთში Airbus-თან მოლაპარაკებების და სამომავლო გეგმების შესათანხმებლად იმყოფება, თელავში საჰაერო ხომალდების ანგარის და ტექნიკური მომსახურებისთვის გასაწევი ინფრასტრუქტურა უკვე გამართულია, მისი თქმით, დღეს Airbus-ის მხრიდან ავიაკომპანიას გადაეცა მოთხოვნების ჩამონათვალი, რისი დაკმაყოფილებაც კომპანიას უახლოეს თვეებში მოუწევს, რათა Airbus-ის წარმოებული საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების უფლება მოიპოვოს.


„ავიაკომპანია Geosky-მ დაასრულა თელავში ანგარის მშენებლობა, რომელიც იყო Airbus-თან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი. ამჟამად ვიმყოფებით მარსელში, Airbus Helicopters-ის სათავო ოფისში, რათა დავგეგმოთ ჩვენი შემდეგი თანამშრომლობის პროცესი, რადგანაც სერტიფიცირების პროცესი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად. შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობის მეორე ეტაპზე გადავედით. უკვე გადმოგვეცა Airbus-ის მოთხოვნები შესაბამისობასთან დაკავშირებით, რაც უნდა დავაკმაყოფილოთ. 2023 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ სრულად აღვჭურვოთ ჩვენი ანგარი Airbus Helicopters-ის შესაბამისი ხელსაწყოებით და დანადგარებით“, - აცხადებს შალვა კიკნაძე.

აღსანიშნავია, რომ Geosky-ს ინვესტიციით აშენებული ანგარი, რომელიც გათვლილია შვეულმფრენების როგორც ბაზირებისთვის, ასევე ტექნიკური მომსახურებისთვის, ექსპლუატაციაში Geo Sky Technics-ს გადაეცა, რომელიც Geosky-ის მიერაა დაფუძნებული.



აღსანიშნავია, რომ Geosky უკვე სერტიფიცირებულია როგორც ტექნიკური მომსახურების საწარმო და ამ ეტაპზე Agusta-ს ტიპის ვერტმფრენებზე საბაზისო მომსახურების გაწევა შეუძლია.


Geosky-ს ტექნიკური მომსახურების ცენტრში, როგორც ქართული ავიაკომპანიების მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენების, ასევე რეგიონული მასშტაბით, სხვადასხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურების გაწევა შეეძლება და მათ აღნიშნული სერვისის მისაღებად შორს წასვლა აღარ მოუწევთ.


ამ დროისათვის ქართული კომპანიების მფლობელობაში Airbus-ის 10-მდე ვერტმფრენია.


რაც შეეხება ტექნიკური მომსახურების ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს, ისინი 100%-ით საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რომელთა გადამზადება Airbus-ის სასწავლო ცენტრში უკვე განხორციელდა.



თეგები:
Airbus



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up