2023 წლის თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობით - მლრდ 632 მლნ ლარის ოდენობით დამტკიცდა - კახა კალაძე

2023 წლის თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობით - მლრდ 632 მლნ ლარის ოდენობით დამტკიცდა - კახა კალაძე

access_time2022-12-30 13:15:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობის - მლრდ 632 მლნ ლარის ოდენობის იქნება.

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, 326 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება.

 

„საკრებულოს წინაშე წარვდექით, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გავაკეთეთ 2022 წელს. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რასაც 2023 წელს გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი იქნება -  მილიარდ 632 მილიონი ლარის ოდენობით. ამხელა ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტს არასდროს ჰქონია. 2017 წელს, როდესაც ჩემი მერობის პირველი ვადა დაიწყო, დედაქალაქის ბიუჯეტი 800 მლნ-ზე ცოტა მეტი იყო. 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით კი, მომავალი წლის 326 მლნ ლარით მეტია. გარდა ამისა, მომდევნო წელს, მუნიციპალიტეტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით, ჯამურად, 166 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, მომავალ წელს ყველაზე მეტი თანხა - 515 მლნ ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.


 

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით 515 მლნ ლარი გამოიყოფა, გარემოს დაცვის მიმართულებით - 200 მლნ ლარი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით  - 500 მლნ ლარი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამისთვის“ - 39 მლნ ლარი; ავარიული სახლების ჩანაცვლებისა და გამაგრების პროგრამა კვლავ გრძელდება. ასევე, მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ახალი ავტობაზის მშენებლობა და 2023-24 წლებში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მომავალ წელს წერეთლის გამზირის, რამდენიმე ქუჩისა და ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება.

 

„გარდა ამისა, განხორციელდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 25 მლნ ლარია გამოყოფილი, ასევე, დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია; რეაბილიტირდება წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი; სრულად განახლდება ვაზისუბანში და დიღმის მასივში არსებული პარკები, ასევე, ციციშვილის პარკი. მუხიანის პარკის, პირველი რესპუბლიკის პარკის, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ გაშენდება დიდი პარკი. განხორციელდება ნარჩენების მართვის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, მეოთხე უჯრედის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდება. ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ შესაბამის ტექნიკას შევიძენთ. კახეთის გზატკეცილზე განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია. რასაკვირველია, ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყველანაირი მზაობა გვაქვს, ქალაქისთვის და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მუშაობას 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up