2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიახაზები Qantas-ი გახდა - Rankingroyals

2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიახაზები Qantas-ი გახდა - Rankingroyals

access_time2023-04-01 10:30:45

2023 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად Qantas-ი დასახელდა. გასულ წელს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგში ის მეორე ადგილზე იყო. ინფორმაციას Rankingroyals-ი AirlineRatings.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერს, Qantas-მა მსოფლიოს მასშტაბით 384-ზე მეტი ავიაკომპანიას გადაუსწრო და პირველ ადგილზე დაბრუნდა. ის არის ყველაზე გამოცდილი და ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია მსოფლიოში. ის მუდმივად ამატებს ახალ თვითმფრინავებს თავის ფლოტს, რაც უზრუნველყოფს უწყვეტი ფრენის მაქსიმალურ ხანგრძლივობას. Qantas-მა 2022 წლის საუკეთესო ავიახაზების რეიტინგში VI ადგილი ეკავა, თუმცა, 2023 წელს მან I-ზე გადმოინაცვლა.

 

Alaska Airlines არის ერთადერთი გადამზიდავი აშშ-ში, რომელიც საუკეთესო ავიაკომპანიების ათეულში მოხვდა;


ბრაზილიის Azul Airlines იყო ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია 2022 წელს. ამას გარდა პუნქტუალური ავიაკომპანიები იყვნენ: JAL-ი, ANA, LATAM Airlines-ი და Delta Air Lines-ი;


Emirates კვირაში 3600-ზე მეტ რეისს ახორციელებს 140-ზე მეტ ქვეყანაში.


ათეულში მოხვედრილ თითოეულ ავიაკომპანიას შეუძლია მიიღოს შვიდი ვარსკვლავი მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნვაში, წერს პორტალი.

 

საუკეთესო ავიაკომპანიების ათეული კი ასე გამოიყურება:

 

1. Qantas (ავსტრალია)

2. Air New Zealand (ახალი ზელანდია)

3. Etihad Airways (UAE)

4. Qatar Airways (კატარი)


5. Singapore Airlines (სინგაპური)

6. TAP Air Portugal (პორტუგალია)

7 Emirates (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)

8. Alaska Airlines (აშშ)

9. EVA Air (ტაივანი ROC)

10. Virgin Atlantic / Virgin Australia

 

2023 წლის 15 ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეიტინგი ანბანური თანმიმდევრობით ასეთია:


Air Arabia

AirAsia

Allegiant

Air Baltic

Easyjet

FlyDubai

Frontier

Jetstar

Jetblue

Indigo

Ryanair

Scoot

Southwest

Spicejet

Spirit

 

პორტალი Rankingroyals-ი გასული წლების ავარიების შედეგებსაც აჯამებს და წერს, რომ 2022 წელს 32,2 მილიონ ფრენაზე ხუთი ფატალური ავარია დაფიქსირდა. 2021 წლის 29 ინციდენტის შემდეგ, 2022-ში 39 ინციდენტი აღინიშნა, მაგრამ ეს მაჩვენებელი მაინც ნაკლებია 2018-2022 წლების მაჩვენებლებზე, როცა წელიწადში საშუალოდ 43 ავარია ხდებოდა.

 

ფატალური ავარიების რიცხვი შემცირდა შვიდიდან ხუთამდე 2021 წელს, ერთი რეაქტიული და ოთხი ტურბოპროპური ავარიით, მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა ბორტზე 121-დან 158-მდე გაიზარდა.

 


თეგები:
Qantas



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up