2024 წელს აშშ-ის ბიუჯეტი რეკორდული იქნება

2024 წელს აშშ-ის ბიუჯეტი რეკორდული იქნება

access_time2023-03-15 00:00:05

2024 წელს აშშ-ის ფისკალური ბიუჯეტი 6,8 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 1,8 ტრილიონი დოლარი.


აშშ-ის 2024 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყნის ადმინისტრაცია თავდაცვის ხარჯებს 3,2%-ით 842 მილიარდ დოლარამდე ზრდის. აშშ მომავალ წელს რეკორდულ მაღალ ხარჯებს იარაღისა და აღჭურვილობის შესყიდვაზე დახარჯავს.


2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია რეკორდული რაოდენობის თანხა 145 მილიარდ აშშ დოლარი კვლევასა და განვითარებაზე. ბიუჯეტი მოიცავს ასევე 170 მილიარდ აშშ დოლარს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად, რაც ყველაზე დიდი დანახარჯია ისტორიაში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 2024 წელს 24 ჰიპერბგერითი რაკეტის შეძენას გეგმავს, ხოლო ეროვნული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან მაღალი სიზუსტის იარაღის შესაძენად 11 მილიარდ დოლარს გამოყოფს.


აშშ-ს სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიჩ მაკკონელი თვლის, რომ აშშ-ს თავდაცვის ხარჯები უნდა შეესაბამებოდეს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე დგას.



„ჩვენი მოკავშირეები მთელს მსოფლიოში ახლა სერიოზულად არიან ორიენტირებულნი იმაზე, რომ თავდაცვის ხარჯები საჭიროებებზე იყოს მორგებული და ცხადია, რომ საჭიროება, ნებისმიერი შეფასებით, იზრდება“ - აღნიშნა მაკკონელმა.


გარდა ამისა, პენტაგონი მომავალ წელს აპირებს შეიძინოს 83 ერთეული მეხუთე თაობის გამანადგურებელ-ბომბდამშენი F 35, 24 - F-15 EX , 15 საჰაერო ტანკერი KC-46. ასევე შეიძენს Columbia კლასის ერთ ახალ ბირთვული ბალისტიკური რაკეტის წყალქვეშა ნავს (SSBN), ორ Virginia კლასის ნავს, ორ Arleigh Burke კლასის გამანადგურებელს, ორ Constellation კლასის ფრეგატს, 80 ამფიბიას საზღვაო ქვეითებისთვის და 91 მრავალფუნქციურ ჯავშანმანქანას სახმელეთო ძალებისთვის.


2024 წლის ბიუჯეტი ითხოვს 64.5 მილიონ აშშ დოლარს აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტის (DOI) ოკეანის ენერგიის მართვის ბიუროს (BOEM) განახლებადი ენერგიის პროგრამისთვის - 21.6 მილიონი აშშ დოლარით მეტი, ვიდრე 2023 წლისთვის.


defence.gov


თეგები:
აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up