2024 წელს თბილისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, კომისიის თავმჯდომარე.
ADB-ის შეხვედრას თბილისი 1 – 5 მაისს უმასპინძლებს.
„2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, კომისიის საქმიანობის ვადით, დაშვებულ იქნეს 1 დამატებითი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიცია, 2023-2024 წლების შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონებით განსაზღვრული წესით“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის №13 დადგენილებაში.