2024 წლამდე თბილისში წყალმომარაგების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის

2024 წლამდე თბილისში წყალმომარაგების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის

access_time2022-06-01 12:00:17

თბილისი ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც აბონენტებს სასმელი წყალი 24 სთ-იან რეჟიმში მიეწოდებათ, თუმცა 24 სთ-იანი წყალმომარაგება ყოველთვის უწყვეტ წყალმომარაგებას არ გულისხმობს. დაზიანებისა თუ გეგმური სამუშაოების გამო, ხშირად მთელი დღე-ღამე ნახევარ ქალაქს წყალი უწყდება. მოქალაქეების გარდა GWP-ის მიმართ უკმაყოფილებას ბოლო დროს თბილისის მერი კახა კალაძეც აღარ მალავს. კომპანიის ახალ მფლობელს ესპანურ Aqualia-ს 2024 წლამდე ტარიფების ზრდა ეკრძალება. როგორც მინიმუმ ამ პერიოდამდე დედაქალაქში მდგომარეობის კარდინალური გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. 


ლათინური შრიფტით მიღებული შეტყობინება kselze dazianebaa tsklis mitsodeba shegistskdebat 11:30-dan 23:30-mde… უკვე ჩვეული მოვლენაა რასაც ხშირად მეორე შეტყობინებაც ემატება, რომელიც დაზიანების აღმოფხვრის სავარაუდო დროს კიდევ რამდენიმე საათით ავადებს. ავარიულ დაზიანებებთან ერთად ხშირია გეგმური გამორთვებიც, იმ განსხვავებით, რომ ასეთ შემთხვევაში აბონენტს გათიშვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით ადრე, ან უკეთეს შემთხვევაში წინა დღით მიეწოდება, რაც გარკვეული რეაგირების საშუალებას ტოვებს.


დაზიანებისგან ბოლომდე დაზღვეული არც განვითარებული სამყაროს ქალაქების ქსელებია პრობლემას დაზიანებათა სიხშირე ქმნის. მეორე პრობლემა გეოგრაფიული მოცვაა. დიღომში გამსკდარმა მილმა შესაძლოა მთელი ჩუღურეთი, ვაკე, საბურთალო და მთაწმინდა-კრწანისი უწყლოდ დატოვოს, ნაძალადევში ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კი სანზონა გლდანი, თემქა და მუხიანი გაითიშოს.


GWP ხშირად დაბალ ტარიფებს უსვამს ხაზს. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გადასახადი სულზე თვეში 4.52 ლარია გამრიცხველიანებულთათვის ტონაზე 50 თეთრი. კომერციული სექტორისთვის მომსახურების საფასური 1200%-ით ძვირია და ტონაზე 6.50 ლარს შეადგენს. კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 0.5 მლნ-ს აღემატება, საიდანაც 480 000 ფიზიკური პირია, 30 000 - იურიდიული.



მოქალაქეების კრიტიკის შემდეგ, 4 მაისს GWP კალაძემაც გააკრიტიკა, თუმცა რაიმე სანქციაზე ან კონკრეტულ პასუხისმგებლობაზე არ უსაუბრია. მან უფრო მერიის როლზე გადაიტანა აქცენტი და აღნიშნა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელს წინა წლებში ყურადღებას არავინ აქცევდა და მიდგომა მხოლოდ ბოლო პერიოდში შეიცვალა.


თბილისის წყალსადენის ქსელის სიგრძე, დიამეტრით 13 მმ-დან და 1400 მმ-მდე 3000 კმ-ზე მეტია. მაგისტრალური წყალსადენები თუჯის და ფოლადის მილებით არის მოწყობილი, განშტოებები კი უმეტესად ფოლადის მილებით. წყალმომარაგებისთვის ქალაქის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა ნიშნულზე, 35 ადგილზე, 86 სამარაგო რეზერვუარია განთავსებული (საერთო მოცულობით 317 000 მ3). მოსახლეობის მთავარი უკმაყოფილების საგანს გეგმური და არაგეგმური გათიშვები წარმოადგენს. მილების დიდი ნაწილი საბჭოთა დროინდელია, ნაწილი უფრო ძველი. კომპანია გათიშვებს მოძველებული ქსელითა და სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობით ხსნის.


2019 წელი GWP-მ 35 მლნ ლარიანი მოგებით დაასრულა, 2020 წელს კი მოგება 49 მლნ ლარიანი ზარალით შეიცვალა. ზარალი შემოსავლის კლებამ, ფინანსური ხარჯებისა და კურსთა შორის სხვაობის შედეგად მიღებულმა დანაკარგის მოცულობის ზრდამ გამოიწვია.


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ („კომპანია“) 1997 წლის 25 ივნის შპს-დ დარეგისტრირდა. 2008 წელს კომპანიის 100%-იანი წილი შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიმ“ შეისყიდა. 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილებით 2022 წელს GWP-ის 80%-იანი წილი ესპანურმა Aqualia-მ $180 მლნ-დ შეიძინა. გარიგებიდან ჯერ ძალიან მცირე დროა გასული და შესაბამისად ბაზარს ცვლილებები არ დასტყობია. სემეკის ცნობით ახალი ინვესტორი არსებული ტარიფებით ოპერირებას 2023 წლის ჩათვლით გააგრძელებს. მაღალი ალბათობით 2024 წლიდან ტარიფი გაიზრდება, თუმცა რამდენით და რა ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ ამის შესახებ ამ ეტაპზე მიახლოებითი ცნობებიც არ ვრცელდება.


წყალმომარაგებასა და საკანალიზაციო ქსელის ოპერირებასთან ერთად GWP ელექტროენერგიის გენერაციასაც ახდენს. 2021 წელს ჟინვალჰესიდან, თეთრხევიჰესიდან და ბოდორნაჰესიდან კომპანიამ 316 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა, ქვეყნის ჯამური გენერაციის - 2.5%.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up