2024 წლისთვის რკინიგზის გამტარუნარიანობა 48 მლნ ტონამდე გაიზრდება - როგორია გადაზიდვებისა და მოგების მაჩვენებელი

2024 წლისთვის რკინიგზის გამტარუნარიანობა 48 მლნ ტონამდე გაიზრდება - როგორია გადაზიდვებისა და მოგების მაჩვენებელი

access_time2023-02-10 11:29:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან და სს „საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან დავით ფერაძესთან.

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ 2022 წელი საქართველოს რკინიგზისთვის საუკეთესო წელი იყო მოგების თვალსაზრისით და მოგებამ  283 მილიონი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და გადაზიდვების მიმართულებით წლიურმა ზრდამ  22% შეადგინა.

 

 

 

 

იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება.


 

 

აღინიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღების მიმართულებით. კომპანიისთვის 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მოწოდებულია. რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტური გახდება.

 

 

შეხვედრაზე ითქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის 87% დასრულებულია. მონაკვეთი 180 კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე  სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნიანობა 5 მლნ ტონა იქნება.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის დაწყება და  მისი პირველი ფაზის განხორციელება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და  სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების კუთხით, - განისაზღვრება სახელმწიფოს როლი სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის  რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, 150-წლიანი ისტორიის მქონე  „საქართველოს რკინიგზა გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად  გაიზრდება მისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე  უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up