2025 წელს სეულის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე საჰაერო ტაქსები იფრენენ

2025 წელს სეულის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე საჰაერო ტაქსები იფრენენ

access_time2021-11-12 15:40:00

სამხრეთ კორეამ ურბანული საჰაერო მობილურობის მანქანების (UAM) მართვის სისტემა წარადგინა, რომელსაც საჰაერო ტაქსის ფუნქცია მიენიჭება და 2025 წელს მგზავრებს სეულის ცენტრიდან მთავარ აეროპორტებამდე მოემსახურება. ეს მგზავრობის დროს ორი მესამედით შეამცირებს.

Reuters-ის ცნობით, გასულ წელს სამხრეთ კორეამ საგზაო რუკა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს კომერციული ურბანული საჰაერო მგზავრობები უნდა დაიწყოს. ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს შეფასებით, 30-დან 50 კმ-მდე ავტომობილით მგზავრობის ერთსაათიან დროს საჰაერო სერვისი 20 წუთამდე შეამცირებს.

„მოსალოდნელია, რომ UAM ერთ-ერთი ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალება გახდეს, რასაც მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ, ამიტომ აუცილებელია, UAM-ის სერვისები სხვადასხვა გარემოში შევამოწმოთ და გამოვცადოთ,“ - აცხადებს ტრანსპორტის მინისტრი, ნო ჰიონგ-ოუკი.

პილოტმა სეულის გიმპოს აეროპორტში გერმანული კომპანია Volocopter-ის მიერ დამზადებული ორადგილიანი მოდელი გამოცადა, რათა მისი კონტროლი და კოორდინაცია ეჩვენებინა. ვერტმფრენის მსგავსი ვერტიკალური აფრენა-დაფრენის მოდელის მართვა შესაძლებელია როგორც პილოტით, ისე უპილოტოდ, ავტონომიურად. თუმცა ბორტზე მგზავრების ყოფნის დროს, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის UAM აუცილებლად პილოტმა უნდა მართოს.

სამხრეთ კორეელმა კონსტრუქტორებმა საკუთარი საჰაერო უპილოტო მოდელიც წარადგინეს. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, სრული ზომის პროტოტიპი, სავარაუდოდ, სატესტო ფრენებს მომავალ წელს დაიწყებს, რისი მიზანიც ხუთადგილიანი ვერსიის შემუშავება იქნება.

ღონისძიებაზე სხვა ტექნოლოგიების დემონსტრირებაც მოხდა, რომელიც თვითმფრინავის აღმოსაჩენ და დაკვირვების მოწყობილობას წარმოადგენდა. ასევე, დრონების დაშვება-აფრენის ადგილებისთვის „ვერტიპორტების დაპატენტებული განათების სისტემა წარადგინეს.


2025 წელს, როცა კომერციული მგზავრობები დაიწყება, ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტიდან სეულამდე მგზავრობა, სავარაუდოდ, 110,000 ვონი (93 დოლარი) ეღირება. ეს პრემიუმ ტაქსით მგზავრობაზე ძვირია, მაგრამ 2035 წლის შემდეგ, როცა ბაზარი მომწიფდება, საჰაერო მგზავრობის ფასი, დაახლოებით, 20,000 ვონამდე (17 დოლარამდე) დაიკლებს.

სატესტო ფრენამ დაადგინა, რომ ქვეყნის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემას, რომელიც აეროპორტებში შიდა და საერთაშორისო ფრენებს მართავს, UAM თვითმფრინავების მონიტორინგიც შეუძლია.

„ეს აჩვენებს იმას, რომ არსებული საჰაერო მიმოსვლის ოპერაციები შესაძლოა, UAM-ის ოპერაციებთან ჰარმონიაში განხორციელდეს,“ - აცხადებს ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up