საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026-2032 წლების ოლიმპიური თამაშების გაშუქების ნებართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირსა (EBU) და Warner Bros. Discovery-ის მისცა.
ამ ორმა ორგანიზაციამ ტენდერში მონაწილეობისთვის ერთობლივი განაცხადი წარადგინეს და ევროპის 49 ქვეყანაში ოლიმპიური თამაშების გაშუქების უფლება მოიპოვეს. ამ შეთანხმების თანახმად, EBU და Warner Bros. Discovery მილანიდან და კორტინადან 2026 წლის ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებს გადასცემენ, ლოს-ანჯელესიდან - 2028 წლის 34-ე ოლიმპიურ თამაშებს, ბრისბანიდან - 2030 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და 2032 წლის 35-ე ოლიმპიურ თამაშებს, ისევე როგორც ახალგაზრდულ ოლიმპიადებს.
IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებით მოხარულები არიან, რადგან EBU და Warner Bros. Discovery (Warner Media-სა და Discovery-ის ბოლო კომბინაციით), მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მედიაპლატფორმას წარმოადგენენ. ეს კი ოლიმპიური თამაშების მიმზიდველობას მთელ ევროპაში გაზრდის.
„მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ გრძელვადიან შეთანხმებას მსოფლიოს ორ წამყვან მედიაკომპანიასთან. EBU და Warner Bros. Discovery, Warner Media-სა და Discovery-სთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მედია და გასართობ პლატფორმას წარმოადგენენ, რაც ოლიმპიური თამაშების მიმზიდველობას მთელ ევროპაში გაზრდის.