2026 წლისთვის ევროპაში მძღოლების დეფიციტმა შესაძლოა 60%-ს მიაღწიოს - IRU

2026 წლისთვის ევროპაში მძღოლების დეფიციტმა შესაძლოა 60%-ს მიაღწიოს - IRU

access_time2022-11-17 14:00:35

ევროპაში სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების მძღოლებზე მაღალი დეფიციტია. მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე მძღოლებზე მოთხოვნა 44%-ით გაიზარდა. საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) ანგარიშის თანახმად, 2026 წლისთვის სატვირთო მანქანის მძღოლის შეუვსებელი პოზიციების რაოდენობა 60%-მდე გაიზრდება, ქალაქისა და საქალაქთაშორისო ავტობუსების მძღოლებზე მოთხოვნა კი შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს.

შედეგად, ევროპას შეიძლება სამ წელიწადში ორ მილიონზე მეტი მძღოლის ნაკლებობა ჰქონდეს, რაც გავლენას მოახდენს ტვირთების ტრაფიკის ნახევარზე და მილიონობით სამგზავრო მოძრაობაზე.


დღეისათვის ახალგაზრდა მძღოლების წილი მცირეა (6% სატვირთო და 5% სამგზავრო მოძრაობაში). სატვირთო მანქანების მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის ქალებზე. მინიმალური საკვალიფიკაციო ასაკი სატვირთო მანქანის მძღოლებისთვის კვლავ 21 წელია, ევროკავშირის ავტობუსის მძღოლების უმეტესობისთვის კი 21-დან 24 წლამდე.


მძღოლების დაქირავებას ლიცენზიებსა და მათ ტრენინგებზე მაღალი ხარჯები აფერხებს. საფრანგეთში სატვირთო მანქანის ლიცენზია 5300 ევრო ღირს, რაც სამჯერ აღემატება საშუალო თვიურ მინიმალურ ხელფასს, გერმანიაში კი ავტობუსის ლიცენზია საშუალოდ 9000 ევრო ღირს, რაც ყოველთვიურ მინიმალურ ხელფასს 4-ჯერ აჭარბებს.


უსაფრთხოება, განსაკუთრებით ქალი მძღოლებისთვის, გადამწყვეტია პროფესიის მიმზიდველობისთვის: სატვირთო მანქანების მძღოლების 95% და სატრანსპორტო კომპანიების 94% ამ საკითხს მთავარ პრიორიტეტად ასახელებენ.



თუმცა, ევროკავშირში არსებული სატვირთო ავტოსადგომების მხოლოდ 3% არის უსაფრთხოებაზე სერტიფიცირებული.


„ევროპაში მძღოლების დეფიციტის კრიზისი სწრაფად მწვავდება და თუ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთდება ეს სერიოზულ საფრთხეს შექმნის.


ევროპაში საქონლის 75%-ი სატვირთო ავტომობილებს გადააქვთ, მათ გადააქვთ ასევე მალფუჭებადი, მაღალი ღირებულების და სამედიცინო საქონელი (მათ შორის ვაქცინები და საკვები) 85%-ი.


ავტობუსებით გადაზიდვა კოლექტიური ტრანსპორტის ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმაა ევროკავშირში“, - აცხადებს IRU გენერალური მდივანო ჰუმბერტო დე პრეტო.


მისივე თქმით, მძღოლების გარეშე ევროპის ეკონომიკის განვითარება და სოციალური მობილურობა შეფერხდება. IRU-ს ანგარიშში წარმოდგენილია 20 გადაწყვეტილება, რომელსაც ამჟამად საავტომობილო ასოციაციები, კომპანიები და გადამყვანები ახორციელებენ.


„მთავრობებმა უნდა გაატარონ გარკვეული ზომები, რათა თავიდან აიცილონ დეფიციტის ესკალაცია, მათ შორის: ავტომობილის მართვის მინიმალური ასაკის დაწესება 18 წლიდან, სწავლება 17 წლიდან; ახალი მძღოლებისთვის ლიცენზიებისა და სწავლების ხარჯების სუბსიდირება; უფრო უსაფრთხო და უსაფრთხო პარკირების ადგილების შექმნა, - აღნიშნულია IRU-ს ანგარიშში.


თეგები:
მძღოლები IRU



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up