2027 წლისთვის რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 20%-ით უნდა შევამციროთ და 40%-მდე ჩამოვიდეს - მეხუზლა

2027 წლისთვის რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 20%-ით უნდა შევამციროთ და 40%-მდე ჩამოვიდეს - მეხუზლა

access_time2022-09-02 18:00:38

2022 წელს საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა. 7 თვის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე 121 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც 2.9%-ით ნაკლებია 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთია, 72.2 მილიონი დოლარით რუსეთზე მთლიანი ექსპორტის 59.6% მოდის. მეორე ადგილზეა პოლონეთი - 8.6 მლნ. დოლარის შემოსავლით, ხოლო მესამეზე ჩინეთი 8 მილიონი დოლარით.


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ 2027 წლისთვის რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 20%-ით  უნდა შემცირდეს.


„2027 წლისთვის რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 20%-ით უნდა შევამციროთ და 40%-მდე ჩამოვიდეს. ბაზრების დივერსიფიცირებამ მოგვცა ის შედეგი რაც დღეს გვაქვს, მაგალითად მნიშვნელოვანი მატებაა ამერიკის მიმართულებით და სხვა სტრატეგიულ ბაზრებზეც ზრდა დაფიქსირდა, რის ხარჯზეც მოხდა უკრაინაში კლების გადაფარვა.


ექსპორტი დაახლოებით 60 ქვეყანაში გვაქვს და მათ შორის არის ქვეყნები, რომელიც ღვინისთვის ძალიან კარგი ბაზარია და ყველა ამ ქვეყანაში სტრატეგიულად ვმუშაობთ. ჩვენთვის საინტერესოა ასევე ქვეყნები, რომელიც რაოდენობის მხრივ თითქოს ნაკლებ საინტერესოა, თუმცა ისინი არიან მაღალ მსყიდველუნარიანი და დივერსიფიცირების კუთხით აუცილებელია მათი ათვისება, მათ შორის ჩრდილო ევროპა, სკანდინავია და ბენელუქსის ქვეყნები. შექმნილ ვითარებაში მსგავსი ბაზრები საინტერესოა. წელს ძალიან კარგი მარკეტინგული კომპანია გვყავს პარტნიორად და ვფიქრობ, უფრო თვალსაჩინო გახდება ამერიკის ბაზარზე ექსპორტის მატება.



ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გეგმით 2025 წლისთვის აშშ-ს ბაზარზე ყოველწლიურად სტაბილურად 5 მლნ ბოთლი ქართული ღვინო უნდა გაიყიდოს“,— ამბობს  მეხუზლა.


ლევან მეხუზლა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელი 8-10%-იანი ზრდის ნაცვლად შესაძლოა ღვინის ექსპორტი გასული წლის მაჩვენებელს გაუტოლდეს ან მცირედით ჩამორჩეს კიდეც. 


აღსანიშნავია, რომ ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთის, პოლონეთის და ჩინეთის შემდეგ, ყაზახეთი 5.13 მლნ. დოლარით და უკრაინაა 4.9 მლნ დოლარით. 27.7%-იანი ზრდაა აშშ-ის ბაზარზე, საიდანაც ღვინის ექსპორტის შემოსავალმა 3.143 მლნ დოლარი შეადგინა. ამ ბაზარს სტრატეგიულ ბაზრად განიხილავენ საქართველოში და აღნიშნავენ, რომ 2025 წლისთვის სამიზნე მაჩვენებელია ამერიკის საექსპორტო ბაზარზე გაყიდვებმა 5 მილიონ ბოთლს მიაღწიოს.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up