ფუტუროლოგი, კომპიუტერული მეცნიერი და Google-ის ყოფილი ინჟინერი რეი კურცვეილი დარწმუნებულია, რომ შვიდ წელიწადში ადამიანები უკვდავების მიღწევას შეძლებენ. საინტერესოა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მან ბევრი შოკისმომგვრელი პროგნოზი გააკეთა და მათი უმეტესობა ახდა.
კურცვეილი ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ადამიანები შექმნიან ტექნოლოგიას, რომელიც მიკროსკოპული რობოტების გამოყენებით თავიდან აიცილებს დაბერებას და დაავადებებს. ისინი აღადგენენ სხეულს უჯრედულ დონეზე, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ინჟინრები აქტიურად მუშაობენ ასეთ ტექნოლოგიებზე. სილიკონის ველის მილიარდერები, როგორიცაა პიტერ ტიელი, ჯეფ ბეზოსი ან სემ ალტმანი, კურცვეილის პროგნოზებს ყურად ირებენ და ინვესტირებას ახდენენ სტარტაპებში, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და თავიდან აიცილონ დაბერება.
მეცნიერი ასევე თვლის, რომ მალე ექიმები სპეციალურ ნანობოტებს „დაასახლებენ“ ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და სისხლის მიმოქცევის სისტემაში. მათი ამოცანაა გაფილტრონ ყველაფერი, რასაც ჩვენ მოვიხმართ, ასტიმულირონ ორგანიზმი, რომ „ამოიღონ“ მხოლოდ ის საკვები ნივთიერებები საკვებიდან, რომლებიც მას სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის და „დაბლოკონ“ ყველაფერი ზედმეტი. კურცვეილი ვარაუდობს, რომ ეს დაეხმარება ადამიანებს დარჩნენ გამხდრები და ფორმაში, მიუხედავად იმისა, თუ რას ან რამდენს ჭამენ.
კურცვეილის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2029 წლისთვის ადამიანის დონეს მიაღწევს.
75 წლის მეცნიერმა 1999 წელს მიიღო ტექნოლოგიის ეროვნული მედალი და 2002 წელს შეიყვანეს გამომგონებელთა დიდების დარბაზში.