2030 წლისთვის რუსეთი ბელარუსის ანექსიას გეგმავს - The Telegraph

2030 წლისთვის რუსეთი ბელარუსის ანექსიას გეგმავს - The Telegraph

access_time2023-02-25 12:30:17

პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციიდან გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, 2030 წლისთვის კრემლს ბელარუსის თანდათანობით, ნაწილ-ნაწილ ანექსია სურს. საიდუმლო დოკუმენტებზე The Telegraph-ი წერს

 

17-გვერდიანი დოკუმენტი „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნების ბელარუსში“ Süddeutsche Zeitung-ის, Westdeutscher Rundfunk-ის, Norddeutscher Rundfunk-ის, ლონდონური Dossier Center-ის, Kyiv Independent-ის, Delfi Estonia-ის, Belarusian Investigative Center-ის, შვედური Expressen-ის, Yahoo News-ის, პოლონური Frontstory-ს და Vsquare-ს ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა.

 

დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში, ჩამოთვლილია რუსეთის სტრატეგიული - მოკლევადიანი (2022 წლამდე), საშუალო (2025 წლამდე) და გრძელვადიანი (2030) მიზნები ბელარუსში. შემდეგ მოცემულია ის სფეროები, სადაც კრემლს 2030 წლისთვის ბელორუსის ანექსიის მიმართულებით წინსვლა სურს. ესენია: პოლიტიკა, შეიარაღებული ძალები და თავდაცვა, ვაჭრობა და ეკონომიკა, ასევე სოციალური სექტორი.

 

2030 წლისთვის დაგეგმილია ბელარუსულ პოლიტიკაში, არმიასა და ბიზნეს-ელიტაში პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერა, ასევე სამხედრო ძალების გაფართოება.

 


ეკონომიკაში ქვეყნებს შორის ყველა სავაჭრო ბარიერების გაუქმებაა დაგეგმილი. მათ შორის - ბელარუსის ბირთვული ელექტროსადგურის ინტეგრირება საკავშირო სახელმწიფოს ელექტროქსელში და ბელარუსული ტვირთის ტრანსპორტირების გადამისამართება რუსული პორტებისკენ.

 

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ასიმილაციას, მოსკოვი ითვალისწინებს ბელარუსული სტუდენტების რიცხვის გაზრდას რუსეთის უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, დაგეგმილია მეზობელ ქვეყანაში რუსული მედიის პოზიციების გაძლიერება.

 

სტრატეგიული დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ბელარუსის რესპუბლიკის საინფორმაციო სივრცეზე კონტროლი და რუსული ენის დომინანტურ პოზიციაზე ყოფნა.

 

რუსეთი ასევე გეგმავს ბელარუსებისთვის რუსული პასპორტების გაცემას და ე.წ. „პასპორტიზაციას“. წინააღმდეგობის შემთხვევაში, კრემლმა შეიძლება განახორციელოს რეგიონში ძალადობრივი ჩარევა და ამ ნაბიჯს იმით გაამართლებს, რომ „საკუთარი თანამემამულეების“ უფლებებს იცავს, წერს გამოცემა.

 

„ბელარუსში რუსეთის მიზნები იგივეა, რაც უკრაინაში. განსხვავება იმაშია, რომ მოსკოვი ბელარუსთან იძულების მექანიზმს იყენებს და არ ცდილობს ომის დაწყებას. საბოლოო ჯამში, ორივე შემთხვევაში მიზანი დიდი რუსეთის აღდგენაა, ” - ამბობს აშშ -ს ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ESCE) მაიკლ კარპენტერი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up