2030 წლისთვის, საქართველომ სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი 35%-ით უნდა შეამციროს

2030 წლისთვის, საქართველომ სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი 35%-ით უნდა შეამციროს

access_time2022-07-18 09:55:02

2030 წლისთვის, საქართველომ, 40 წლის წინ დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარებით, სათბურის აირების გაფრქვევის ჯამური მაჩვენებელი 35%-ით უნდა შეამციროს. ამ ფონზე კი 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმა 10%-იით გაიზრდება.


საქართველოს სახმელეთო ტერიტორიის 43%-ი ტყითაა დაფარული. მილიონობით ადამიანისთვის, ტყე შემოსავლის, წყლისა და ჟანგბადის წყაროა. ტყე გვიცავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან და შთანთქავს სათბური არიების ემისიებს. მიუხედავად ამისა, ტყის გადამეტებული მოხმარება, უკანონო ჭრა და გახშირებული ხანძრები მუდმივ საფრთხეს უქმნის ამ ძვირფას ბუნებრივ რესურსს.


როგორც UNDP საქართველოში განმარტავენ, ქვეყნის მოსახლეობის სამი მეოთხედი შეშას გასათბობად იყენებს. არამდგრადი გზით მოპოვებული ხე-ტყის მასალის რაოდენობა წელიწადში 2.4 კუბურ მეტრს აღწევს, რაც საქართველოს ყოველწლიურად 446 მილიონი ლარი უჯდება. გარდა ამისა, ათასობით ჰექტარი ტყე ზიანდება და ნადგურდება გახშირებული ხანძრების გამო.


2021 წელს, საქართველოს მთავრობამ ახალი ტყის კოდექსი დაამტკიცა და ტყის რეფორმა წამოიწყო. ერთი წლით ადრე, 2020 წელს, საქართველომ ასევე მიიღო რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის კლიმატურ მიზნებს განსაზღვრავს. მათ შორისაა კლიმატის ცვლილების ეროვნული სტრატეგია 2030 და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტი. ამ საკმაოდ ამბიციური გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის, საქართველო 35 პროცენტით შეამცირებს სათბურის აირების გაფრქვევის ჯამურ მაჩვენებელს 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმა გაიზრდება 10 პროცენტით 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით.


გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე საერთაშორისო დონორებთან - ევროკავშირთან, შვედეთთან და შვეიცარიასთან, რათა ხელი შეუწყოს ამ მიზნების მიღწევას. UNDP-ის თანამშრომლობა იაპონიასთან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საქმიანობაში და ხელს შეუწყობს საქართველოს გადასვლას ტყის მართვის მდგრად და კლიმატგონივრულ მიდგომებზე.



„საქართველოს მოსახლეობის 75% გასათბობად კვლავ შეშას იყენებს. საშეშე მერქნის არამდგრადი მოპოვების შედეგად, საქართველოს ტყე ზიანდება, სათბური აირების ემისიები კი იზრდება. UNDP მიესალმება ახალ ტყის კოდექსს, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის ხედვა ტყის გაჩეხვის შემცირებასთან და ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით. სატყეო რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, და ხელს ვუწყობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი მიდგომების დანერგვას“, - აცხადებს UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა.


როგორც ცნობილია, იაპონიის მთავრობის 920,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და ხელს უწყობს საქმიანი ეზოების შექმნას და გამართვას.


2022 წელს, იაპონიის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით, სოფელ ჯიღაურაში სრულად აღჭურვილი საქმიანი ეზო აშენდება, ხოლო ძეგვსა და ქვემო ლისში უკვე არსებული საქმიანი ეზოები ახალი ტექნიკით აღიჭურვება.


საქმიან ეზოების გამართული საქმიანობისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოს მაღალი გამავლობის მანქანები (კვადროციკლები) და ტყის ხანძართან საბრძოლველად საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა. მეტყევეები გაივლიან ტრენინგს ტყის მდგრადი მართვის საკითხებში. ადგილობრივი სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცემა. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები ტყის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.


იაპონიის მთავრობისა და UNDP-ის დახმარება უფრო ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში ტყის რეფორმის გატარებასა და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას ემსახურება.


„იაპონელები და ქართველები ტყის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და სიღრმისეულ კულტურული კავშირით გამოვირჩევით. ტყის აღდგენა და კონსერვაცია იაპონიის ერთ-ერთი ეროვნული პრიორიტეტია. ამ მხრივ, ჩვენმა ქვეყანამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. მოხარულები ვართ, ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ, ხელი შევუწყოთ ტყის ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნებას და დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს განახლებადი ენერგიის შესაძლებლობები“, - ამბობს იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up