2033 წლისთვის დიდი ბრიტანეთი ეტაპობრივად უარის იტყვის მობილური კავშირგაბმულობის მეორე და მესამე თაობის გამოყენებაზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაათავისუფლებს სიხშირეებს 5G ქსელის განვითარებისთვის და სამომავლოდ 6G ტექნოლოგიის დანერგვაში, რომლის გამოყენება მოხდება ისეთ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებში, როგორიცაა უპილოტო ავტომობილები, მფრინავი აპარატები და ვირტუალური რეალობის გაჯეტები. აღნიშნულ გრაფიკს დათანხმდა ქვეყნის ოთხივე უმსხვილესი მობილური ოპერატორი კომპანია - EE, Vodafone, O2 და Three.
სააგენტოს ცნობით, 2G და 3G ქსელზე უარის თქმის დათქმული ვადები შეუმსუბუქებს ბაზარზე გასვლას ტექნიკის ახალ მწარმოებლებს, ვინაიდან მათ არ მოუწევთ ძველი ქსელების მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების წარმოება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიებისა და მასობრივი ინფორმაციისა და სპორტის მინისტრმა ნადინ დორისმა განაცხადა, რომ ხელისუფლება 50 მლნ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს Open RAN (Radio Access Network, რადიოწვდომის ქსელი) ტექნოლოგიის განვითარებაზე. Open RAN-ის კონცეფცია მდგომარეობს ახალი ღია სტანდარტის შექმნაში, რაც ოპერატორებს საშუალებას მისცემს არ შეზღუდონ საკუთარი თავი მხოლოდ ტრადიციულ კომპანიებთან თანამშრომლობით, ისეთებთან როგორებიცაა Ericsson და Nokia, და დაიწყოს ურთიერთობების აწყობა მსოფლიოს სხვა უფრო მასშტაბურ მწარმოებლებთან.
bpn.ge