2035 წლიდან კალიფორნია ტრადიციულ ბენზინის ძრავებზე მომუშავე მანქანების გაყიდვას კრძალავს. მიზეზი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და მავნე ნივთიერებების ემისიების შემცირებაა.
გადაწყვეტილების მიხედვით, 2035 წლისთვის ელექტროძრავითა და შიდა წვის ძრავით აღჭურვილი გაყიდული ჰიბრიდული მანქანების გაყიდვების ეტაპობრივი შემცირებაც მოხდება. ასეთი მანქანების რიცხი 20%-მდე შეიკვეცება, ხოლო ელექტროენერგიით ან წყალბადით მომუშავე მანქანების წილის გაზრდა 68%-მდე იგეგმება.
როგორც კალიფორნიის საჰაერო რესურსების დაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ლიანა რენდოლფი აცხადებს, ახალი კანონი 2040 წლისთვის მანქანებიდან და მსუბუქი სატვირთო მანქანებიდან მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას 50%-ით შეამცირებს.