2.09 მილიარდის მოგება და 7.5 მილიარდის შემოსავალი - 2022 წელი ბანკებმა რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულეს

2.09 მილიარდის მოგება და 7.5 მილიარდის შემოსავალი - 2022 წელი ბანკებმა რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულეს

access_time2023-01-25 14:40:57

2022 წელს 14-მა კომერციულმა ბანკმა რეკორდული რაოდენობის შემოსავალი და მოგება მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს ბანკების წმინდა მოგება 2.088 მილიარდი ლარი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 6 მლნ ლარით მეტია. კომერციული ბანკების შემოსავლებმა კი 7.505 მლრდ ლარი შეადგინა, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 5.975 მლრდ ლარი იყო.


კომერციულმა ბანკებმა შარშან 7.5 მილიარდი ლარის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც 2021 წელთან შედარებით 1.5 მილიარდი ლარით მეტი იყო. 


ბანკების 7.5 მილიარდი ლარის შემოსავლები ასე ნაწილდება:

  • საპროცენტო შემოსავლები - 5.64 მილიარდი ლარი (ფიზიკური პირების სესხებიდან 2.93 მლრდ (ზრდა18%); იურიდიული პირების სესხებიდან 1.9 მილიარდი ლარი).
  • საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან 597 მილიონი ლარი.


1.86 მილიარდი ლარის არასაპროცენტო შემოსავლების განაწილება კი ასეთია:

  • საკომისიოები 574 მლნ ლარი;
  • შემოსავლები ჯარიმებიდან 95 მლნ ლარი.



შემოსავალი სავალუტო კონვერსიების ოპერაციებიდან - 886 მილიონი ლარი იყო.


ქართული ბანკების 4.97 მილიარდიანი ხარჯები ასე განაწილდა:


  • საპროცენტო ხარჯები - 2.77 მილიარდი ლარი, მათ შორის დეპოზიტებზე 1.52 მილიარდი ლარი; ბანკების მიერ ნასესხებ სხვა თანხებზე დარიცხული პროცენტი 968 მლნ ლარი.
  • არასაპროცენტო ხარჯები - 1.86 მლრდ ლარი, მათ შორის აპარატის შენახვის ხარჯი 967 მლნ ლარი; ინვენტარის ხარჯი 284 მლნ ლარი ; ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგებზე 335 მლნ ლარი.


ბანკების მოგება დაბეგვრამდე - 2.53 მილიარდი ლარი, ხოლო მოგების გადასახადი კი 446 მლნ ლარი იყო. 



თეგები:
ბანკები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up