გართობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი 20th Century Fox ოფიციალურად აღარ არსებობს. როგორც Disney-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მათი ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიის, 20th Century Fox Television-ის რებრენდინგს იწყებენ. ახალი სახელი კი Fox-ისა და Century-ს გარეშე დარჩენილი 20th Television-ი იქნება.
Disney-მ, რომელმაც გასულ წელს Fox-ის აქტივების შესაძენად $71 მილიარდიანი შეთანხმებები გააუქმა, ჯერ კიდევ იანვარში Fox-ის სახელის გამოყენებაზე უარი თქვა და მრავალწლიანი ისტორიის მქონე სტუდიას 20th Century Studios დაარქვა. რაც შეეხება ლოგოსა და ტიტულს, ზემოთ ხსენებული ორი სიტყვის გამოკლებით ის იგივე დარჩება.
ახალი ლოგო და გრაფიკა, 20th Television-ის ახალ სატელევიზიო შოუში გამოჩნდება, რომელიც ამა წლის შემოდგომას იწყება. კომპანიის ძველი დასახელებები, რომლებიც რებრენდინგამდე გადიოდა ეთერში ძველ ლოგოსა და სახელს შეინარჩუნებს.
ასევე, Disney მისი სხვა სტუდიების რებრენდინგსაც გეგმავს, რის შემდეგაც ABC Studios - ABC Signature-ად, ხოლო Fox 21 Television Studios - Touchstone Television-ი ერქმევა.
„იმ დროს, როცა The Walt Disney Company-ს მდიდარ ისტორიასა და კრეატიულ ძალას სცემენ პატივს, ჩვენი ახალი სასტუდიო სახელები და ლოგოები ABC Signature-ის, 20th Television-ისა და Touchstone Television-ისთვის ახალი სიტყვა იქნება“, - აცხადებს Disney-ს სატელევიზიო სტუდიების დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ 20th Century Fox 1935 წელს Twentieth Century Pictures-ისა და Fox Films-ის გაერთიანებით შეიქმნა. წლების მანძილზე სტუდია ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ფილმების შემქმნელია, რომლის პორტფოლიოშიც „კერკეტი კაკალი“, „მუსიკის ჰანგები“ და „მარტო სახლში“ შედის. 20th Century Fox-ის ლოგო და ყველასთვის ნაცნობი მუსიკა კი კარგი ფილმების სინონიმი გახდა.
წყარო CNN.com
მოამზადა ანი ცარციძემ