21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი დაიხარჯება

21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი დაიხარჯება

access_time2023-01-21 11:30:03

საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩტარდება. ჩემპიონატის  ჩასატარებლად მოწესრიგდება არსებული და დამატებით მოეწყობა 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისათვის 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონზე, მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალურ და სათადარიგო სტადიონზე, დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონებზე. ასევე,  ახალი საფეხბურთო სტადიონები შენდება ბათუმში, ქობულეთში და წყალტუბოში. სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობს.

 

საქართველოში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად მზადების პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის  (UEFA-ს) დელეგაციას გააცნო.

 

უეფას სპეციალური ჯგუფი შემადგენლობაში იყვნენ უეფას საოპერაციო დირექტორი შარონ ბურკჰალტერ-ლაუ, უეფას ტურნირებისა და ღონისძიებების დაგეგმვის დანაყოფის უფროსი პიტერ ნორდენსტრომი, U21 პროექტის ხელმძღვანელი ბეტინა გრესელი და სპეციალური კონსულტანტი ლუი სილვა.


 

უეფას წარმომადგენლები, ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ. ვიზიტის ბოლოს სტუმრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდნენ.

 

ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო იმ სამუშაოების პროგრესი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში აწარმოებს. აღინიშნა, რომ ჩემპიონატისთვის მზადებაში არაერთი სახელმწიფო უწყებაა ჩართული და  პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს სამუშაოების წარმოების გრაფიკი ყველა სტადიონთან მიმართებაში და აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში.

 

უეფას წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს სამუშაოების პროგრესს და ყველა მიმდინარე სამუშაოს წარმატებით დასრულების იმედი გამოთქვეს. 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი რევაზიშვილი, U21-ის პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up