21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატამდე 100 დღით ადრე 3 ქალაქში უკუთვლის საათები ჩაირთო

21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატამდე 100 დღით ადრე 3 ქალაქში უკუთვლის საათები ჩაირთო

access_time2023-03-13 20:00:12

ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენამდე 100 დღე დარჩა - საქართველო და რუმინეთი 21 ივნისიდან „უეფას“ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

 

ჩემპიონატის მასპინძელ სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართა და უკუთვლის საათები ჩაირთო, რომლებიც თბილისში - პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში - ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ, ხოლო ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში განთავსდა.

 

თბილისში მიმდინარე ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძე გახსნა და შეკრებილ  საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

 

„ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა, დავაანონსო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემპიონატი, რომლის დაწყებამდე 100 დღე დარჩა. ძალიან მეამაყება როგორც დედაქალაქის მერს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში გაიმართება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება. გარდა ამისა, ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, რომ 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი საქართველოში და რუმინეთში გაიმართება. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ფეხბურთი, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტად უყვართ და ძალიან მსიამოვნებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს წარმატება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე და პროექტებზე, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ფეხბურთის განვითარებისთვის.


 

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა და ნორჩ ფეხბურთელებს მიმართა.

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ითამაშოთ ფეხბურთი და წარმატებით წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა, მსოფლიოს გააცნოთ საქართველო, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია, უდიდესი კულტურა, რომლითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, როგორც გითხარით, 100 დღე დარჩა ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების დაწყებამდე. საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ულამაზესი ქვეყანა, ქალაქები, კულტურა, ტრადიციები და ამით ვიამაყოთ. ვაჩვენოთ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჩემპიონატის ორგანიზატორებს, უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს.

 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

 

21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში დინამო არენაზე გაიმართება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up