უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთის შემოჭრის შედეგად 210-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1100-ზე მეტი დაიჭრა.
ომბუდსმენმა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მაგალითები მოიყვანა, მათ შორის კიევში საავადმყოფოს დაბომბვისას ბავშვის და ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსში რაკეტის მოხვედრის შედეგად ქალის დაღუპვის ფაქტი.
”მტერი არნახული სისასტიკით ანგრევს საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, ართმევს ცხოვრების უფლებას უკრაინელ ხალხს, მათ შორის ბავშვებს. უკრაინა ინიშნავს ყველა ამ ფაქტს და გადასცემს მათ ჰააგის სამხედრო ტრიბუნალს”, - აღნიშნა დენისოვამ.