227 დღის  შემდეგ „აზოვსტალის“ ყირიმელი ექიმი რუსების ტყვეობიდან დაბრუნდა - რას სთხოვს ასან ისენაჯიევი გულშემატკივრებს

227 დღის შემდეგ „აზოვსტალის“ ყირიმელი ექიმი რუსების ტყვეობიდან დაბრუნდა - რას სთხოვს ასან ისენაჯიევი გულშემატკივრებს

access_time2023-01-25 22:30:21

„აზოვსტალის“ სამხედრო ექიმი, ყირიმელი თათარი ასან ისენაჯიევი  რუსების ტყვეობიდან 31 დეკემბერს, სხვა 140 უკრაინელ ტყვე ჯარისკაცთან ერთად გათავისუფლდა. ასან ისენაჯიევმა უკრაინელებს სოციალურ ქსელში გათავისუფლებიდან 3 კვირის შემდეგ მიმართა. მან პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, სადაც მისი ბოლო პოსტი 2022 წლის მაისით იყო დათარიღებული.

 

 

მისი თქმით, ეს ახალი წელი მისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა და გახდა არა მხოლოდ ახალი წლის, არამედ ახალი ცხოვრების დასაწყისიც. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ძალისხმევას არ იშურებდა ტყვეების გასათავისუფლებლად.

 

  

„მადლობა თქვენ! მე ბედნიერი ვარ რომ საყვარელი ადამიანების ჩახუტება შემიძლია. თავდაცვის 83  და ტყვეობის 227 დღის განმავლობაში მე  ვოცნებობდი და წარმომედგინა ეს დღე. წარმოუდგენლად ბევრი შეტყობინება და ზარია მადლიერების სიტყვებით, წარმოუდგენელი რაოდენობის მხარდაჭერა და დახმარება. ფიზიკურად ყველას ვერ ვპასუხობ, მესიჯები ნამდვილად ბევრია. ქვეყანა შეიცვალა. ხალხი გახდა ერთიანი, სადაც ყველა ერთმანეთს ეხმარება, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, იქნება ეს მომღერალი, ტელეწამყვანი, ბლოგერი, სპორტსმენი, მოდელი, მასწავლებელი, ბანკის მფლობელი, ექიმი, მზარეული. თქვენ შეუდარებლები ხართ! როგორც ახლაა, ასე უნდა იყოს ყოველთვის, ომის სტატუსის მიუხედავად.“ - დაწერა მან. მისი თქმით ძალიან განიცდის თანამებრძოლების ბედს, რომლებიც კვლავ რუსების ტყვეობაში რჩებიან.

 

 


„ძალიან მტკივა, რომ ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ მარიუპოლსა და აზოვსტალში, თავის დღეებს ტყვეობაში ატარებენ. თანავუგრძნობ თითოეულ დედას, მამას, ცოლს, შვილს, ამ სისხლიან ბრძოლაში ახლობლების დაკარგვის გამო.

 

 

700-ზე მეტი დამცველი ჯერ კიდევ ტყვეობაშია და ჩვენ ძალისხმევა უნდა ჩავდოთ მათ დასახსნელად, მაშინ სახლში დაბრუნების ბედნიერება ნამდვილად სრულყოფილი იქნება. ჩვენი ქვეყანა ყოველდღე კარგავს თავის ვაჟებსა და ქალიშვილებს, ფრონტის ხაზზე და ქალაქებში, ფრონტის ხაზებიდან ასობით კილომეტრში. ჩვენ ჯერ არ მოგვიშუშებია დნეპროში მომხდარი ტერაქტი, როცა ბროვარში ტრაგედია დატრიალდა. ყოველდღე ჩვენი ქვეყანა კარგავს მომავალ ექიმებს და მასწავლებლებს, არქიტექტორებს და IT სპეციალისტებს, ფერმერებს და იურისტებს“, - აცხადებს ის.

 

 

მისი თქმით, მას ყველაფერი აქვს რეაბილიტაციისთვის და თუ ვინმეს მისი დახმარების სურვილი აქვს, ეს დახმარება დაბომბვებისგან დაზარალებულებს ან ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს გაუგზავნოს.

 

 

 სამხედრო ექიმი საყოველთაოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან ალყაში მოქცეული მარიუპოლის მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალიდან“, რომელიც უკრაინელი დამცველების ბოლო ციხესიმაგრედ იქცა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მიმართა და  ევაკუაციის განხორციელებაში უკრაინისთვის დახმარების გაწევა სთხოვა.



ცნობისთვის, თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „აზოვსტალის“  მცველთა მეთაურების ტყვეობიდან დახსნაში, არსებული შეთანხმებით ტყვეობიდან გათავისუფლებული 5 სამხედრო მეთაური, რომელთა შორის 3 აზოველია, საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პროტექციის ქვეშ დარჩება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up