23-27 მაისის კვირის შეჯამება

23-27 მაისის კვირის შეჯამება

access_time2022-05-28 10:00:35

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში საქართველოსა და მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს. მისი თქმით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური მაჩვენებელი, მაკროეკონომიკური და მდგრადი პოლიტიკის შედეგია და მის გარშემო გაკეთებულ განცხადებები არაფერ შუაშია.  




“ვერავინ ვერ იტყოდა,იმას რომ ვალუტის კურსი ამ მაჩვენებელზე იქნებოდა, თუმცა ყველა ჩვენი ჩართვა, რომ გავიხსენოთ , თუნდაც  ერთი  თვის  წინანდელი, ვიტყვი იმას, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა მაკროეკონომიკური მდგრადობასთან და მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებაში   იყო  სწორი და  ის  რომ საერთაშორისო  სავალუტო ფონდი დასაწყისშივე ჩავრთეთ ამ პროცესში.



Როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა დაიწყო, ამან  უზრუნველყო საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის და მონეტარული პოლიტიკის მდგრადობა. მე  მახსენდება ერთი თვის წინანდელი საუბარი, როცა ვსაუბრობდი, რომ ამ თემაზე მთავრობამ  გააკეთა  განცხადება , სადაც ამბობდა , რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა იწყებოდა  ქვეყანაში და ეს იყო  მნიშვნელოვანი ,იმიტომ რომ სწორედ  ამან  უზრუნველყო  შემდეგი  პერიოდის  ნაბიჯები და შემდგომი პერიოდის  მდგრადობა და  არა ცალკეულმა განცხადებებმა. მე მგონია, რომ პოლიტიკა  ჯამში იყო მდგრადი და ამ მდგრადმა  პოლიტიკა და საერთაშორისო  საფინანსო  ინსტიტუტებთან  ურთიერთობამ, რასაც  ყოველთვის ხაზს ვუსვამდი და ვამბობდი, რომ  იყო  მნიშვნელოვანი, მიგვიყვანა ამ შედეგამდე. მე  მგონია რომ საქართველოს საერთაშორისო  პოზიციონირება  ადის იურიდიულ ფარგლებში, უბრალოდ ალბათ ჯობია, რომ განცხადებების დროს  უნდა ი ყოს  ყველა მოზომილი , პირობითად  ჩემი  ჩათვლით, ვინც  რაღაც  განცხადებას  აკეთებს“. - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 




აბაშიშვილმა ლარის კურსზე და ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვაზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ სფეროს სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ ერთი პრობლემა,  რომ სწრაფი გაუფასურებაც ისეთივე პრობლემაა , როგორც  გამყარება და ორივე ერთნაირად მავნებელია  ჯანმრთელი ეკონომიკური , ჯანმრთელი მაკროეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკისთვის.





“როცა  საუბარია  უეცარ  გამყარებაზე, ისმის კითხვა ვისზე ახდენს ეს  ზეგავლენას, ეს გამყარება აისახება  მოქალაქეებზე?  აისახება  იმ ადამიანებზე, რომლებიც  მაღაზიაში  შედიან ? ინფლაციაზე  მოახდენს  რეალურად გავლენას?  კურსი  არ  არის  ინფლაცია და  ნუთუ ასეთი  ძნელია  რომ დაიჯერონ  ამ  ქვეყანაში,  რომ კურსი და ინფლაცია  ერთმანეთისგან  განსხვავდება.  ჩემთვის მნიშვნელოვანია  რომ ეს აისახოს იმ ადამიანებზე ვინც  მაღაზიაში  შედის და  პროდუქტს  ყიდულობს. 





ყველა  ლოგიკური  ჩარჩოთი ეს  უნდა  აისახოს, თუმცა  აქ  არაფერ  შუაში  არ  არის კურსის  0,5  ან  07 ან  თუნდაც  2-3  პუნქტით  გაუმჯობესება  ან  გაუარესება ,  მთავარია  რომ  ეს  ტენდენცია  ინფლაციის საპასუხო  იყოს,  ეროვნულმა  ბანკმა  რომ რეზერვები უნდა  შეავსოს  ეს  მესმის. 



ეროვნულ  ბანკთან მთავარი კითხვა  გვაქვს  დასასმელი, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია იმაზე რომ ინფლაციური  პროცესი  დასტაბილურება?  რეზერვების  შევსებაზე  რას ვეკითხებით ეროვნულ  ბანკს?, რომ  რატომ ვავსებთ რეზერვებს? ეს  ხომ არარელევანტურია? უნდა ვკითხოთ, რომ ახლა  რომ რეზერვებს  ავსებ უკვე  დარწმუნდი რომ არსებული  გამყარება აისახება  ინფლაციაზე?



ჩემი აზრით  ყველა  მონაცემი მიდის  იქით, რომ  ინფლაციური მაჩვენებელი უნდა  იქნას  შემცირებული,  ეროვნულ ბანკთან მე პირადად მაქვს  ეს  კითხვა, როცა  ეროვნული ბანკი საუბრობს  რომ  რეზერვების  შევსება  იწყება, თუ ეს  განაცხადი ოფიციალურია, მაშინ  ოფიციალური  კითხვაც  მექნებოდა, ეროვნული ბანკი დარწმუნებულია  რომ ინფლაციური  პროცესები მცირდება?  თუ კი,  რა თქმა  უნდა  უნდა  გავძარცოთო  ეს,  აქამდე მე  ეჭვი არ შემიტანია  ეროვნული ბანკის  პოლიტიკაში, ამიტომ  თუ  კითხვას  დავსვამდი  ვეცდებოდი, რომ კითხვა  ამ  ფორმულირებით ყოფილიყო ისე  რომ მეტი კონკრეტიკისკენ  მიმეთითებინა“. -  აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up