ეროვნული ბანკის მიერ 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.69 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 1%-ით გაუფასურდა, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8612-ის ნიშნულზე იყო.
საერთაშორისო ვალუტებიდან ეროვნული ბანკის მიერ 23 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 24 მაისისთვისაა) ლარი ევროსთან 0.61 თეთრით 3.0677-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.57 თეთრით 1.6956-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.1820-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.62 თეთრით 6.3555-მდე გაუფასურდა.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გამყარდა და 15.8 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.54%-ით გაუფასურდა, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 15.8231-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ შეიცვალა და დოლართან მიმართებაში 452 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.94%-ით გაუფასურდა, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 452.750-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6966 ნიშნულზე იყო.