23 მარტს, 17:00 საათზე, სასტუმრო რუმსის Central Room-ში, „ეფეს საქართველოს“და Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერაციის პროგრამის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების, კომპანიების, ინდივიდების გაძლიერებას. შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა, რომელთა ფოკუსიც არის ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ.
პრე-აქსელერატორის ორგანიზატორები: EFES Georgia, Impact Hub Tbilisi, Startup Büro.